ხატია სიჭინავა: მე მარტო ის მიკვირს, ამდენ მილიონს რომ შოულობ, შე კაი ადამიანო, ერთი ისეთი სიკეთე მაინც გაუკეთე შენს მოსახლეობას

“მე მარტო ის მიკვირს, ამდენ მილიონს რომ შოულობ, შე კაი ადამიანო, ერთი ისეთი სიკეთე მაინც გაუკეთე შენს მოსახლეობას, ვიღაცას გული დაწყდეს მარტო იმიტომ, რომ შენი ქვაზე დადებული სიკეთე გაახსენდეს. სად აგროვებ ან რა ჭირად გინდა ის მილიონი, თუ შემთხვევით შეხვედრილი ადამიანის გაბრწყინებულ თვალებს, ან გაჭირვებულის ბედნიერ ცრემლებს არ დაგანახებს. რას უშვრება სკამი და ფული ადამიანებს”, – წერს  ხატია სიჭინავა სოციალურ ქსელში.
ცნობისათვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორის, ემზარ გაგნიძის ცნობით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ყოფილი პრემიერმინისტრი გამოკითხეს.
“მან სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი.
შესაბამისად, მომდევნო დღების განმავლობაში გამოძიება არსებული და დამატებითი მტკიცებულებების საფუძველზე იმსჯელებს მის მიმართ როგორც მისი ქმედების დაკვალიფიცირების, ასევე, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის საკითხზე, რაც ასევე ეცნობება საზოგადოებას” – განაცხადა გაგნიძემ სუს-ში გამართულ ბრიფინგზე.
მან არ უპასუხა შეკითხვას, დაკავებულია თუ არა .