ხატია ნეფარიძე “გარდენია შევარდნაძის” მფლობელზე, ზურაბ შევარდნაძეზე: დამიბრახუნა ძლიერად მაგიდაზე ხელი და გ*** აქედანო

გავრცელებულ ვიდეოში, “გარდენია შევარდნაძეში” დასაქმებული ქალი ჰყვება, რომ სამსახურში დროებით, გამოსაცდელი ვადით აიყვანეს. მიუხედავად იმისა, რომ გამოსაცდელ პერიოდში ის ყველაფერს ზედმიწევნით აკეთებდა, უარი უთხრეს სამსახურში დარჩენაზე. რის შემდეგაც, ის დაინტერესდა უარის მიზეზით. მისი თქმით, როდესაც იკითხა, რა იყო მისი სამსახურში არ დატოვების მიზეზი, მას “გარდენიას” მფლობელმა ზურაბ შევარდნაძემ შეურაცხყოფა მიაყენა.
“ხომ შეიძლება რომ უბრალოდ პასუხი გამცეთ – ამ ერთი კვირის განმავლობაში, გავაკეთე ყველაფერი, რაც ჩემს მოვალეობაში შედიოდა. როცა ამ ყველაფრის მერე მეუბნებით არას, მაინტერესებს მიზეზი. მეორედ დავუსვი ეს კითხვა, ასე წინ მიზის დაახლოებით 30 სანტიმეტრში, (ზურაბ შევარდნაძე) გაშლილი ხელებით და გაფართოებული თვალებით, საშინელი აგრესია სახეზე, არ ვიცი როგორ გარდაიქმნა, დამიბრახუნა ძლიერად მაგიდაზე ხელი და გ*** აქედანო.”
მშრომელი ქალი საზოგადოებას მოუწოდებს, არცერთ დამსაქმებელს არ აპატიონ დამცირება.