ხატია დეკანოიძის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის შემობრუნებით „ქართული ოცნება“ ცდილობს, საზოგადოება გახლიჩოს და ქვეყნის ევროკავშირისკენ სვლა შეაჩეროს

„ევროოპტიმისტების“ დეპუტატის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის შემობრუნებით „ქართული ოცნება“ ცდილობს, საზოგადოება გახლიჩოს და ევროკავშირისკენ საქართველოს სვლა შეაჩეროს.
მისივე თქმით, მმართველი გუნდის კიდევ ერთი მიზანია სადამკვირვებლო მისიების და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია მოახდინოს, რომ “შემდეგ, არჩევნებამდე და ს შემდეგ, ღიად დასდონ ბრალი უცხო ქვეყნის გავლენის გატარებაში”.
როგორც დეკანოიძე აღნიშნავს, “ყალბი და ფარისევლური მტკიცებაა ის, რომ თითქოს, აღნიშნული კანონმდებლობა გამჭვირვალობას მიემართება და ეს დადასტურდა “მეტას”, ანუ „ფეისბუქის” მიერ, რომელმაც დაბლოკა, პრაქტიკულად, ყველა ის ინფორმაცია, რომელსაც „ქართული ოცნება” აზიარებს”.
„ეს არის პირდაპირი საბოტაჟი და დაბრკოლება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის. ეს არის საქართველოს მოქალაქეების, საზოგადოების გახლეჩის მცდელობა, იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ 26 მარტს ერთიანობის ძალიან დიდი სიხარული და რა თქმა უნდა, ეს სთვის და მისი პარტიისთვის მიუღებელია. ის ენერგია, რომელიც იყო ერთიანობის, ივანიშვილს ეშინია, რომ მის წინააღმდეგ არ იყოს მიმართული და ამიტომ შემოიტანა ეს.
არის კიდევ ერთი მიზეზი, რომელსაც მინდა ხაზი გავუსვა – ეს არის სადამკვირვებლო მისიების დისკრედიტაცია და ასევე იმ სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაციის მცდელობა, ვინც ჩართულია სადამკვირვებლო მისიებში. ეს არის ძალიან მიზანმიმართული კამპანია იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ძალაუფლება შეინარჩუნოს და საქართველოს ევროკავშირში სვლა შეაჩეროს”, – განაცხადა დეკანოიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – 26 ოქტომბრის არჩევნები ეს არის რეფერენდუმი, სადაც ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ირჩევს ომს თუ ირჩევს მშვიდობას, ირჩევს გარე ძალების მიმართ მონურ დამოკიდებულებას თუ ირჩევს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს ერთად დავასრულეთ უცხოური აგენტურის ავტორიტარული მმართველობა – ამ ადამიანების მოღალატეობრივი დანაშაული ჩვენს ქვეყანას ტერიტორიის 20 პროცენტის დაკარგვად დაუჯდა

ბიძინა ივანიშვილი – კახეთი, საქართველოს ძლიერების ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტია, ასე იყო უწინაც, ასეა ახლაც – ისტორიამ ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლა გარგუნათ ბედად და თქვენც, პირნათლად ასრულებდით დაკისრებულ მოვალეობას

კახა კალაძე – რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო იმატებს ზეწოლა ქვეყნის გარედან, რაც გამოიხატება კრიტიკულ განცხადებებში, არაფრისმთქმელ რეზოლუციებში, მთელ რიგ პროვოკაციებში, მუქარებში