ხატია დეკანოიძე – ხელისუფლების ნებისმიერი წარმომადგენელი, რომელიც ადამიანის უფლებებს დაარღვევს, სანქციების პაკეტში მოჰყვება

სანქციების პაკეტი არის ღია საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებაში, რაც გულისხმობს იმას, რომ ხელისუფლების ნებისმიერი წარმომადგენელი, რომელიც ადამიანის უფლებებს დაარღვევს, რა თქმა უნდა, სანქციების პაკეტში მოჰყვება, – ამის შესახებ “ევროოპტიმისტების” დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს დემოკრატიას ძალიან სერიოზული გამოცდა ელის.
“ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მაღალი ინტერესი საქართველოს მიმართ და ასევე, საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებული ძალიან სერიოზული შეშფოთება არის ზუსტად ის, რასაც ჩვენ ვაკვირდებით ამ პერიოდის განმავლობაში. ეს განხილვები, რომელიც არის სენატში და ისეთი განხილვები, როგორიც არის სენატში გაგრძელდება აუცილებლად, ვინაიდან საქართველოს დემოკრატიას ელის ძალიან სერიოზული გამოცდა, ეს არის არჩევნები, 2024 წლის 26 ოქტომბერს, ასევე სანქციების პაკეტი არის ღია საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებაში, რაც გულისხმობს იმას, რომ ხელისუფლების ნებისმიერი წარმომადგენელი, რომელიც დაარღვევს ადამიანის უფლებებს, რა თქმა უნდა, მოჰყვება სანქციების პაკეტში.
სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებით უმძიმესია საქართველოს უსაფრთხოებისთვის ის დამოკიდებულება, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას აქვს. განსაკუთრებით, ეს ეხება ანტიდასავლურ რიტორიკას, რომელმაც გამოიწვია წვრთნების შეჩერება,” – განაცხადა დეკანოიძემ, რომლის კომენტარსაც “ევროოპტიმისტები” ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლალი მოროშკინა: რაო? პირადად ბიძინა ივანიშვილს და “ოცენებას” ჰააგაში გასამართლებით ემუქრებით? მეტის ღირსი ვართ, რომ 2012წელს უკანალში შერჭობილი თავები ამოგაყოფინეთ!!! ასე იცის ზედმეტმა დემოკრატიამ!!!

საბა ბუაძე – „ქართული ოცნება“ ეუთოს მისიას ყელმოღერებით პრეტენზიებს რომ უცხადებს, თავად რა გააკეთეს ფაქტების გამოკვლევისთვის და დამნაშავეების დასჯისთვის? – გამოიძიეს ვინ იყვნენ პირუტყვები, რომლებმაც ახალგაზრდებს სისხლიანი დღეები მოუწყვეს?