ვინ იქნება ივანიშვილის ჩამნაცვლებელი, ეს გამოსხივებული ძალა ოპოზიციამ უნდა აჩვენოს , – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ აღნიშნა, რაც უფრო მეტი ფრაგმენტაცია და სხვადასხვა პოზიციები იქნება ოპოზიციურ ფლანგში, ეს ოპოზიციას სუსტი პოზიციიდან წარმოაჩენს.
„როდესაც საზოგადოება გაერთიანებაზე და უფრო მეტ კოორდინაციაზე საუბრობს, ამას არ ვუკავშირებ სისტემურ გაერთიანებას. არ არის საუბარი იმაზე, რომ ყველა ერთ ოფისში ისხდეს ან ერთიანი სია იყოს. ადამიანები ითხოვენ: რაც შეიძლება მეტი ერთიანობა გამოჩნდეს საინფორმაციო თვალსაზრისით, ეს გამოასხივებს მეტ ძალას. მეტი ძალა, მეტი ერთიანობა, რაც გულისხმობს საერთო პოლიტიკური პროცესების დაგეგმავს.
ადამიანების უმრავლესობა ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი უნდა წავიდეს, მაგრამ ვინ იქნება ივანიშვილის ჩამნაცვლებელი, ეს გამოსხივებული ძალა ოპოზიციამ უნდა აჩვენოს. რაც უფრო მეტი ფრაგმენტაცია იქნება პოზიციებში, არაეთიკურ საკითხებში, სხვადასხვა პოზიციებში ეს, რა თქმა უნდა, ოპოზიციას სუსტი პოზიციიდან გამოაჩენს“,- განაცხადა დეკანოიძემ.
ამასთან, დეკანოიძემ სალომე ზურაბიშვილის, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების კოორდინაციის ფარგლებში ევროპელი ლიდერებისთვის გაგზავნილი წერილზე ისაუბრა.
პოლიტიკოსის თქმით, ბოლო დროინდელი საერთაშორისო მოვლენებიდან გამომდინარე საქართველოს მიმართ ინტერესი ოდნავ შენელდა, ამიტომ საერთო მოწოდება, ინფორმაციის მიწოდება და მეტი ყურადღების მოთხოვნა ბუნებრივია.
„საგარეო მიმართულებით ოპოზიციური პარტიების და სალომე ზურაბიშვილის როლი მნიშვნელოვანია. სერთო მოწოდება, ინფორმაციის მიწოდება, მათ შორის, მეტი ყურადღების მოთხოვნა, ბუნებრივია. არც უნდა დავმალოთ ისიც, რომ ბოლო დროინდელი მოვლენები, რაც გულისხმობს საერთაშორისო დღის წესრიგში დიდ ტურბულენტობას – ეს არის უკრაინის საკითხი, ტრამპის ადმინისტრაციის რუსეთთან მოლაპარაკება, ასევე, ევროპის ახალი უსაფრთხოების კონცეფცია, ამ კონტექსტში საქართველოს საკითხზე ზუმი, ოდნავ შენელდა, ეს ბუნებრივია.
თუ რამე ფეთქვას ახლა საქართველოდან, ეს არის პროტესტი, რომელშიც მონაწილეობს სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკოსები, ყველა ჩვენგანი.
დღეს მთელი ყურადღება იმდენად არის კონცენტრირებული უკრაინაზე , ეს არის ბუნებრივი. კარგია ასეთი კოორდინაცია და ერთიანი გზავნილი რომ გადის საზღვარგარეთ“,- განაცხადა დეკანოიძემ.
ამასთან, დეკანოიძემ მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მისამართით გამოთქმულ კრიტიკაზე ისაუბრა. როგორც დეკანოიძე აღნიშნავს, მნიშვნელოვანია პარტიებს ესმოდეს რა არის არის მთავარი მიზანი.
მისივე მოსაზრებით, მთავარი მიზანი უნდა იყოს: „ბიძინა ივანიშვილი მოხვდეს “მაგნიტსტკის სიაში“, პროტესტი გაძლიერდეს და გაფართოვდეს გაზაფხულზე, მეტი კოორდინაცია“.
„რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს და კრიტიკას, შეკრებითობის პრინციპით მიხეილ სააკაშვილს 12 წელი მიუსაჯეს. მე არასდროს დამიმალავს ჩემი პოზიცია და ეს, სალომე ზურაბიშვილისთვისაც მაქვს ნათქვამი, რომ მისი დისკრედიტაციის გამოყენება მნიშვნელოვანი იქნებოდა. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, სად არის მთავარი მიზანი. ჩემთვის მთავარი მიზანი არის ივანიშვილი მოხვდეს “მაგნისტკის სიაში“, პროტესტი გაძლიერდეს და გაფართოვდეს გაზაფხულზე, მეტი კოორდინაცია“, – აღნიშნა მან.
როგორც დეკანოიძემ 31 მარტის აქციაზე საუბრისას განაცხადა, აქციაზე გაცხადდება კონკრეტული პარტიების საკოორდინაციო ფუნქციები და გეგმა.
„ყოველდღიური პროტესტი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია თარიღებიც. 31 მარტი არის გამორჩეული თარიღი. ეს იქნება მარში, დიდი მსვლელობა, ასევე იქნება კონკრეტული პარტიების მხრიდან საკოორდინაციო ფუნქციების და გეგმის გაჟღერება.
ყოველდღე 100 000 ადამიანი ვერ იდება აქციებზე. მთავარია თარიღების პროტესტი იყოს მზარდი და ადამიანებს გაუჩნდეთ განცდა, რომ მართლა შესაძლებელია ცვლილებები“,- აღნიშნა მან.
ამასთან, დეკანოიძემ მიხეილ ყაველაშვილის მრჩევლად საგარეო ურთიერთობათა საკითხში ლუკა ეხვაიას დანიშვნაზე და ეხვაიას 3+3 ფორმატზე პოზიციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მიხეილ ყაველაშვილი იყო ჩანაფიქრი „3+3 ფორმატის ან რუსებთან კონკრეტული ფორმატი ყოფილიყო გამაგრებული მის მიერ“.
„არაერთხელ მითქვას ყაველაშვილზე ჩემი მოსაზრება, რომ ის არ იყო მხოლოდ პრეზიდენტის ინსტიტუტის განადგურება ან საქართველოს საზოგადოების და სახელმწიფოებრიობის დაკნინება, ეს იყო კონკრეტული ჩანაფიქრი, იგივე 3+3 ფორმატი ან რუსებთან კონკრეტული ფორმატი ყოფილიყო გამაგრებული ყაველაშვილის მიერ. ეს იყო ბიძინა ივანიშვილის კონკრეტული ჩანაფიქრი. არ ვიცი საერთაშორისო „მრჩეველია“ თუ რა სახის „მრჩეველია“, ის ღიად ამბობს, რომ 3+3 ფორმატი არის სამშვიდობო ფორმატი, რომელშიც მონაწილეობა შესაძლოა საქართველომ მიიღოს. ამაში მე ჯერ კიდევ, მაშინ, ვიყავი დარწმუნებული, როდესაც ყაველაშვილის კანდიდატურა გაჟღერდა. ის ამბობს, რომ შეიძლება ოპოზიციამ გაგაკრიტიკოს, მაგრამ ეს არ არის იმის საფუძველი, რომ სხვადასხვა სამშვიდობო ფორმატებში, როგორიც არის 3+3, მონაწილეობა არ მიიღო. ჩვენ რუსეთთან სალაპარაკო ფორმატი გვქონა, ეს იყო ჟენევის სამშვიდობო მოლაპარაკება. ამის პარალელურად გაიხსნა აბაშიძე-კარასინის ფორმატი, ფარცხალაძის არაფორმალური არხები რუსეთში, შემდეგ ჩამოყალიბდა არაფორმალური ურთიერთობები. ამიტომ ჩემთვის, აქამდე თუ საქართველო რაღაც ფორმატებზე თავს იკავებდა, ფაქტია, რომ ამ ნიადაგის მზადება მიმდინარეობს”, – განაცხადა დეკანოიძემ.
