ხატია დეკანოიძე – შალვა პაპუაშვილის განცხადებას განვიხილავ, როგორც თავდასხმას არასამთავრობო სექტორზე

შალვა პაპუაშვილის ამ განცხადებას განვიხილავ, როგორც თავდასხმას არასამთავრობო სექტორზე, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის, ს განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებასთან დაკავშირებით, რომ “უცხოურ დაფინანსებას და უცხო ქვეყნების ფულს ქართულ პოლიტიკაში არაფერი ესაქმება”.
დეკანოიძის თქმით, აღნიშნული განცხადება დემაგოგიის ნაწილია.
„შალვა პაპუაშვილის ამ განცხადებას განვიხილავ, როგორც თავდასხმას არასამთავრობო სექტორზე. პაპუაშვილი თვითონ მუშაობდა ამ სამთავრობო სექტორში, რომელიც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან ფინანსდებოდა და ძალიან კარგად იცის, როგორ მუშაობს ეს სისტემა. ამიტომ, ესეც არის დემაგოგიის ნაწილი.
რაც შეეხება ზოგადად. “ქართულ ოცნებას”, იმ ადამიანებმა და იმ კომპანიებმა, ვინც შემოწირულება გადაურიცხეს პარტიას, 200 მილიონი ტენდერი მოიგეს. ამიტომ, თუ სადმე გაუმჭვირვალე თანხაა, ეს არის “ქართული ოცნების” პარტია”, – განაცხადა დეკანოიძემ.