ხატია დეკანოიძე – ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს უფლება, რომ დაიქირაოს პიარ კონსულტანტი – ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა, მათ შორის, იცით, რომ ლობისტების მთელი არმია ჰყავდა დაქირავებული „ქართულ ოცნებას“

ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს იმის უფლება, რომ დაიქირაოს პიარ კონსულტანტი. ეს ძალიან ჩვეულებრივი პრაქტიკაა, მათ შორის, იცით, რომ ლობისტების მთელი არმია ჰყავდათ დაქირავებული „ქართულ ოცნებას“, რომელსაც უხდიდა ძალიან ბევრ ფულს, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც მმართველი პარტიის წარმომადგენელთა განცხადებებს გამოეხმაურა პიარ კონსულტანტ როზნერთან დაკავშირებით, რომ 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ პიარ კონსულტანტი იყო, წელს კი „ლელოს“ უწევს მომსახურებას.
დეკანოიძის თქმით, როზნერზე ნებისმიერი პროპაგანდის მცდელობა, რომ ერთ ქვაბში მოიხარშოს ყველა, ფუჭი მცდელობაა.
„ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს იმისი უფლება, რომ დაიქირაოს პიარ კონსულტანტი. ეს ძალიან ჩვეულებრივი პრაქტიკაა, მათ შორის, იცით, რომ ლობისტების მთელი არმია ჰყავდათ დაქირავებული „ქართულ ოცნებას”, რომელსაც უხდიდა ძალიან ბევრ ფულს. ამიტომ, როზნერზე ერთი შემიძლია გითხრათ, ნებისმიერი პროპაგანდის მცდელობა, ერთ ქვაბში მოიხარშოს ყველა, ფუჭი მცდელობაა, რადგან ადამიანებს ეს უკვე ნანახი აქვთ და შესაბამისად, ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნების“ ეს პროპაგანდა შედეგს ვერ გამოიღებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ნებისმიერ პარტიას შეუძლია ჰყავდეს პიარ კონსულტანტი, მათ შორის „ქართულ ოცნებასაც“ ჰყავს მოშე, რომელიც გამოირჩევა თავისი ძალიან სერიოზული ანტიდასავლური პოლიტიკით“, – განაცხადა დეკანოიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედეთის საელჩო – ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს სულიერი მამის გარდაცვალების გამო – მისი უწმინდესობის მემკვიდრეობა დარჩება როგორც რწმენის, სიყვარულისა და მშვიდობის მაგალითი

უჩა ნანუაშვილი – ეს არის დიდი აბსურდი, როცა უფლებადამცველს უსაფრთხოების სამსახურში იბარებენ იმის გამო, რომ „მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტს ინფორმაცია მივაწოდეთ იმ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყანაშია

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა