ხატია დეკანოიძე ფინანსთა მინისტრს – ე.წ. მოსმენების დეპარტამენტის ბიუჯეტი 51%-ით გაიზარდა – შეგიძლიათ საზოგადოებას აუხსნათ რა იყიდეთ, მოსმენების დამატებითი აპარატურა იყიდეთ?

რატომ დაგჭირდათ ოტოს [ოპერატიულ ტექნიკური დეპარტამენტი] ბიუჯეტის გაზრდა და რატომ შემცირდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი, მაშინ როდესაც შოვისა და გურიის ტრაგედიების შემდეგ არავითარი წინასწარი შეტყობინების სისტემაზე არ არის საუბარი, – ამ შეკითხვით მიმართა „ევროოპტიმისტების” დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის, რომელიც პარლამენტში, 2024 წლის ბიუჯეტის პროექტს წარადგენს.
დეკანოიძის განცხადებით, 2016 წლიდან სუს-ის დაფინანსება 106 მილიონით გაიზარდა.
“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება კვლავ იზრდება. სუს-ის დაფინანსება 2016 წლიდან 106 მილიონით გაიზარდა. იმ თანხიდან, რა თანხითაც იზრდება სუს-ის დაფინანსება, სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფა იზრდება 9%-ით, ხოლო ოპერატიული-ტექნიკური საქმიანობის უზრუნველყოფა ე.წ. მოსმენების დეპარტამენტის, 51%-ით გაიზარდა. შეგიძლიათ საზოგადოებას აუხსნათ ამ 51%-ით რა იყიდეთ? მოსმენების დამატებითი აპარატურა იყიდეთ?
ოპერატიული-ტექნიკური მომსახურება რატომ გაიზარდა 51%-ით? წინასწარი შეტყობინების ტექნოლოგიურ სისტემებზე, საერთოდ არ არის გამოყოფილი თანხა. მაშინ, როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება იზრდება 16%-ით, სამოქალაქო უსაფრთხოების დონის ამაღლება სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შექმნა და მართვა შინაგან საქმეთა სამინისტროში დაახლოებით, 2 მილიონით არის გაზრდილი, აქ აღჭურვაზეა საუბარი თუ გადამზადებაზე?“, – განაცხადა დეკანოიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქსტატი“ – 2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან ექსპორტის მოცულობა გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 13.7%-ით მეტია – ქართული პროდუქციის უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი

ლევან სანიკიძე – „ქართული ოცნება“ უნდა ჩამოყალიბდეს, რას სთხოვს ბრიუსელი: ქართველი კაცების გათხოვებას, თუ ომში დახოცვას – სანამ მათ ხელისუფლება მიტაცებული აქვთ, საქართველოს ევროპულ გზაზე შანსი არ აქვს

ალექსანდრე თვალჭრელიძე – გზის ბოლოს ჩიხია… ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად