ხატია დეკანოიძე – სრულებით არ გამოვრიცხავ, რომ მთელი ეს ყალბი საგამოძიებო პროცესი გიორგი გახარიას წინააღმდეგ შებრუნდეს

გახსოვთ, ერთ-ერთ მის ბოლო ინტერვიუში ვისაც ემუქრებოდა, გახარია იყო. სრულებით არ გამოვრიცხავ, რომ მთელი ეს ყალბი საგამოძიებო პროცესი მის წინააღმდეგ შებრუნდეს, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ „პალიტრანისუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ბათუმში, „შერატონში“ მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.
ხატია დეკანოიძის თქმით, გვაქვს ქვეყანა, სადაც არ არსებობს სამართლებრივი ბერკეტი, რომ დაამტკიცო შენი სიმართლე.
„გახსოვთ, ბიძინა ივანიშვილი ერთ-ერთ მის ბოლო ინტერვიუში ვისაც ემუქრებოდა, გახარია იყო. სრულდებით არ გამოვრიცხავ, რომ მთელი ეს ყალბი საგამოძიებო პროცესი მის წინააღმდეგ შებრუნდეს. რეჟიმის ამ პირობებში არ გამოირიცხება ყველაზე უფრო ალოგიკური ქმედება. ქვეყანა გვაქვს, სადაც არ არსებობს სამართლებრივი ბერკეტი, სადაც შეგიძლია დაამტკიცო შენი სიმართლე. ეს არის ყველაზე უფრო მძიმე“, – აღნიშნა დეკანოიძემ.
გარდა ამისა, მან გადაცემაში აბუ-დაბიში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზეც ისაუბრა, რა დროსაც „ქართული ოცნების“ დეპუტატები და ვიქტორ სანიკიძე მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
„გაქრნენ სივრციდან. მაქვს ინფორმაცია, რომ გამოკითხვასა და დაკითხვაზე იმყოფებოდნენ. საერთაშორისო პლატფორმებზე ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ საქართველოს არალეგიტიმური პარლამენტის ორი წევრი ძალადობს საქართველოს მოქალაქეზე. არ ვიცი როგორ დასრულდა გამოკითხვა, თუმცა შემიძლია გითხრათ რომ ვიზიტი, რომელიც დაგეგმილი ჰქონდა ს, ეს ვიზიტიც გაუქმდა, კითხვის ნიშნები იყო. საქართველოს პატრიოტების გამო მათთვის კომფორტის ზონა არ არსებობს. ფაქტია, რომ კომფორტი არ აქვთ, ძალადობა მათ ასე დაამკვიდრეს“,- აღნიშნა დეკანოიძემ.