ხატია დეკანოიძე – როცა სამხრეთ კავკასიის დიდი გეოპოლიტიკური სამშვიდობო შეთანხმება ახლოსაა და რუსეთის გავლენა იკარგება, „ქოცი“ რუსები ომით აშინებენ ქართველ ხალხს – წარმოუდგენელი ღალატის მოწმე ვართ

როცა სამხრეთ კავკასიის დიდი გეოპოლიტიკური სამშვიდობო შეთანხმება ახლოსაა და ს გავლენა იკარგება – „ქოცი“ რუსები ომით აშინებენ ქართველ ხალხს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს.
დეკანოიძე ეხმაურება რეგიონში მიმდინარე ბოლო მოვლენებს და აცხადებს, რომ ამ სიტუაციაში „წარმოუდგენელი ღალატის მოწმე ვართ ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ივანიშვილის ხელით“.
„გუშინ აზერბაიჯანის პრეზიდენტს ჰქონდა ისტორიული გეოპოლიტიკირი გზავნილი:
– სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმებასთან ძალიან ახლოსაა აზერბაიჯანი;
– აზერბაიჯანი რუსეთის წინააღმდეგ ამზადებს სარჩელს AZAL -ის ბორტის აფეთქებაზე. ალიევმა თქვა, რომ აზერბაიჯანის გენპროკურორი აგზავნის მოთხოვნას და პასუხად დუმილია. აქვე გაიხსენა მალაიზიური ბოინგის აფეთქება;
ს მოუწოდა, არ დანებდნენ ოკუპაციას.
ამ სიტუაციაში, როცა სამხრეთ კავკასიის დიდი გეოპოლიტიკური სამშვიდობო შეთანხმება ახლოსაა და რუსეთის გავლენა იკარგება – ქოცი რუსები ომით აშინებენ ქართველ ხალხს.
წარმოუდგენელი ღალატის მოწმე ვართ ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ივანიშვილის ხელით“, – წერს დეკანოიძე.