ხატია დეკანოიძე – როცა კალაძე ამბობს, 30 ათასი თანამშრომლიდან არ შემიძლია ყველას კონტროლიო, მაშინ როგორ შეუძლია კონტროლი, იმ ადამიანების გაგდება სამსახურებიდან, რომლებიც პროტესტზე დადიან?! – მაინტერესებს როდის დაიჭერენ კალაძეს

როცა კალაძე ამბობს, 30 ათასი თანამშრომლიდან არ შემიძლია ყველას კონტროლიო, მაშინ როგორ შეუძლია კონტროლი, იმ ადამიანების გაგდება სამსახურებიდან, რომლებიც პროტესტზე დადიან?! -მაინტერესებს როდის დაიჭერენ კალაძეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ რეჟიმი არის ძალადობის, კორუფციისა და ქაოსის რეჟიმი.
„კორუფცია, ძალადობა, საბავშვო ბაღებიდან ბავშვებისთვის ფულის მოპარვა, იმ ბავშვებისთვის, ფაფას რომ ჭამენ, წიწიბურას და კარაქს, ამ ბავშვებს ჰპარავდა ფულს. ყველაზე მნიშვნელოვანი – მე მაინტერესებს როდის დაიჭერენ კალაძეს. იმიტომ, რომ კალაძეც არის დამნაშავე. როცა კალაძე ამბობს, რომ 30 ათასი თანამშრომლიდან არ შემიძლია ყველას კონტროლიო, მაშინ როგორ შეუძლია კონტროლი, იმ ადამიანების გაგდება სამსახურებიდან, რომლებიც პროტესტზე დადიან და საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს უჭერენ მხარს?!
ზოგადად, „ქართული ოცნების“ რეჟიმი არის ძალადობის, კორუფციისა და ქაოსის რეჟიმი“,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ურსულა ფონ დერ ლაიენი – მღელვარე სამყაროში, რომელიც სულ უფრო სწრაფად მოძრაობს, შობა გვთავაზობს პაუზის იშვიათ მომენტს, რომ ვისუნთქოთ, შევანელოთ ტემპი და გავიხსენოთ, რა არის ნამდვილად მნიშვნელოვანი

კახა კალაძე – მიღწეული შედეგები ნათლად წარმოაჩენს, რაოდენ მნიშვნელოვანია ქვეყანაში ძლიერი თვითმმართველობის არსებობა – ძლიერი თვითმმართველობა ქმნის მყარ საფუძველს ძლიერი, წარმატებული საქართველოსთვის