ხატია დეკანოიძე: რეჟიმის მსახურები უდიდესი წნეხის ქვეშ აღმოჩნდებიან. ყველა პოტენციური დამნაშავე სანქციებს (მათ შორის ბრიტანულს) და დიდ სტიგმას იტვირთებს

ხატია დეკანოიძე:
ეუთო-ს გამოძიების მოსკოვის მექანიზმი ვენის დიპლომატიური მექანიზმისგან გასნხვავდება და მხოლოდ ექსტრემალურ ვითარებაში გამოიყენება.
მექანიზმი ამოქმედდა 1991 წელს და 2026 წალმდე სულ რამდენჯერმე იყო გამოყენებული. ადამიანიების უფლებების დარღვევა, კანონის უზენაესობა, მედიის თავისუფლება, საერთაშორისო სამართლის დარღვევა და წამება – ეს არის სწრაფი საგამოძიებო მისიის მანდატი.
ბოლოს, უკრაინის შემთხვევაში აამოქმედა ეუთომ ეს მექანიზმი სამჯერ, როცა უკრაინელი ბავშვების იძულებით დეპორტაციას, უკრაინელი ტყვეებისა და სამოქალაქო პირების წამებას იძიებდა.
მექანიზმი არ არის ბიუროკრატიული, სწრაფად კომპლექტდება ექსპერტთა ჯგუფი და იწყებს მუშაობას. ანგარიშიც მისიის ამოქმედებიდან სამ კვირაში სრულდება. მაგალითად, მსგავსი მექანიზმის გამოძიების ანგარიშიც ედო საფუძვლად რატკო მლადიჩის წინააღმდეგ სასამართლოს, მას შემდეგ რაც ის 2011 წელს ლაზარევოში დააპატიმრეს და ჰააგას გადასცეს.
ასეთი სერიოზულია ეს იშვიათი, ექტრემალური, სწრაფი მისია. ეს არის ივანიშვილის “მშვიდობა” ქვეყნისთის, სადაც ადამიანის ფუნდამეტური უფლება გააუქმა რეჟიმმა.
რეჟიმის მსახურები უდიდესი წნეხის ქვეშ აღმოჩნდებიან. ყველა პოტენციური დამნაშავე სანქციებს (მათ შორის ბრიტანულს) და დიდ სტიგმას იტვირთებს. მათ შორის ის ახალგაზრდა ქალებიც, სასამართლოში -ს რომ წარმოადგენენ და ადამიანებს ტროტუარზე დგომისთის უშვებენ ციხეში. ივანიშვილიდან – ყველა ჭანჭიკამდე.

ასევე დაგაინტერესებთ

საბა ბრაჭველი: ეს კანონი შეეხება არა მედიებს, არა ენჯეოებს, არა პარტიებს, არამედ ყველას, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც ან უცხოელთან, ან უცხოეთში მცხოვრებ ქართველთან რაიმე სახის კავშირი აქვს და რაიმე, თუნდაც უფასო ბენეფიტს იღებს მისგან

სალომე სიმონია: 1,2 მლნ. ლარის უძრავი ქონება; 4 მილიონზე მეტი გასესხებული… – მილიონერმა დეპუტატმა, ირაკლი კირცხალიამ გუშინ, ჯერ დამღუპველი კანონი დააინიცირა და მერე თქვა: პირველ რიგში, გვაინტერესებს ჩვენი ქვეყანა, ეკონომიკური წინსვლა და განვითარებაო