ხატია დეკანოიძე: პუტინთან ფოტოების გარდა, ეს ფოტოც გამახსენდა: მადურო უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან

რამდენიმე კვირის წინ, როცა მადურომ თავის მეგობარსა და მოკავშირე პუტინს დახმარებისთვის მიმართა – პუტინმა ვაგნერის ნარჩენები გაუგზავნა. არანაირი სამხედრო-ტექნოლოგიური დახმარება არ გაუწევია ერთ დიქტატორს – მეორესთვის.
ამის შემდეგ, მადურო განიხილავდა სხვადასხვა ვარიანტებს. ის ინფორმაციაც გავრცელდა, რომ წავიდოდა კონკრეტული პირობების დაკმაყოფილების შემდეგ.
თუ რეჟიმი საბოლოოდ შეიცვალა ( ოპოზიციური ალტერნატივა ვენესუელას აქვს) – რუსეთისთვის ენერგომატარებლების გეოპოლიტიკა კიდევ უფრო გართულდება. ეს – მნიშვნელოვანია.
მადურო ცალსახად დასრულდა. ის მრავალი ადამიანის ტანჯვის შემომქმედია. დიქტატორმა უმდიდრესი ქვეყანა გააღატაკა, ხალხი გააღარიბა და გააუბედურა. შიმშილისთვის, ემიგრაციისთვის გაწირა.
რუსეთის იმედად ყოფნაც და პუტინის სტილით მმართველობაც უცნაურად უბრუნდებათ ამ ქვეყნებს. იზოლაცია მხოლოდ ქვეყნისთვის და ხალხისთვის არ არის ცუდი. ის ავტოკრატებისთვისაც ცუდად მთავრდება.
პუტინთან ფოტოების გარდა, ეს ფოტოც გამახსენდა: მადურო უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?