ხატია დეკანოიძე – პარლამენტის თავმჯდომარემ პოლარიზაციისკენ მიდრეკილი, ზიზღის და აგრესიის შემცველი ანგარიში წარმოადგინა – საუბარი იყო მხოლოდ ე.წ რადიკალურ ოპოზიციაზე

საუბარი იყო მხოლოდ და მხოლოდ ე.წ რადიკალურ ოპოზიციაზე და არაფერი იმ გეგმებზე, რომელიც საქართველოს დაახლოების ევროკავშირთან, – ასე შეაფასა „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ პარლამენტის თავმჯდომარის, ს ანგარიში.
მისივე თქმით, ამ ანგარიშში გამოჩნდა, რომ ნებისმიერი მოწოდება თანამშრომლობისკენ არის ყალბი, იმიტომ, რომ მთელი აგრესია და ზიზღი მომდინარეობდა სწორედ ოპოზიციის მიმართ.
„პარლამენტი, რომელიც უნდა იყოს საქართველოში ევროკავშირის მიერ 9 დათქმიდან მნიშვნელოვანი შესრულების ერთ-ერთი მაგალითი, (დეპოლარიზაციაზე ვსაუბრობ) სამწუხაროდ, დღეს გამოჩნდა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ყველაზე უფრო პოლარიზაციისკენ მიდრეკილი, ზიზღის და აგრესიის შემცველი ანგარიში წარმოადგინა. აქ საუბარი იყო მხოლოდ და მხოლოდ ე.წ რადიკალურ ოპოზიციაზე და არაფერი იმ გეგმებზე, რომელიც საქართველოს დაახლოების ევროკავშირთან. ძალიან სამწუხაროა, რომ ქვეყნის მტრების ნუსხაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დაასახელა ოპოზიცია. მე არ მახსენდება არცერთი სხვა ქვეყანა, სადაც ასეთი მძიმე განცხადებები და შეფასებები არის ხოლმე, თუ არ ჩავთვლით დიქტატორულ ქვეყნებს. ძალიან სამწუხაროა, რომ მთელი ამ ანგარიშის მთავარი ფუნდამენტი და საყრდენი იყო ოპოზიციის მიმართ აგრესია და ზიზღი“, – განაცხადა დეკანოიძემ.
ცნობისთვის, პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ანგარიშით პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოვიდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ტომას ვეიცი – საქართველოს პრემიერი ამბობს, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვა უნდა, ამაზე მეტი ავტორიტარული ქცევის მტკიცებულება რა გსურთ – ეს არ არის ლეგიტიმური ხელისუფლება და ისინი ქვეყანას ევროკავშირს სანტიმეტრითაც ვერ დაუახლოებენ