ხატია დეკანოიძე – პაპუაშვილისგან განსხვავებით, მე ყველგან ვებრძოდი რუსებს: უკრაინაშიც, საქართველოშიც, მოლდოვაშიც – მისი განცხადება თავის მართლებას უფრო ჰგავს, სუსტი ტექსტი იყო

სიმართლე გითხრათ, მე არ მომწონს ბოლო ცვლილება, ვთვლი, რომ დამოუკიდებლობის ხარისხი, შესაძლებელია, შემცირდეს, მაგრამ არის საომარ ვითარებაში… ზელენსკიმ თქვა, რომ არსებობს სისხლის სამართლის საქმეები, კორუფციის საქმეები, რომლის გამოძიებაც არ ხდება, არსებობს რუსული გავლენები, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ხატია დეკანოიძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “რეზიუმეში” უკრაინაში ანტიკორუფციული კანონმდებლობის შესახებ განაცხადა.
დეკანოიძის თქმით, საომარი ვითარების დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კრიმინალური იუსტიცია ერთი მიმართულებით მიდიოდეს და კორუფციის საქმეებსა და რუსეთში გაქცეული ოლიგარქების საქმეებს იძიებდეს.
“უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო შეიქმნა 2015 წელს, მაშინ, როდესაც ჩვენ ვაკეთებდით ძალიან დიდ რეფორმებს უკრაინაში. ეს იყო “მაიდნის” შემდეგ და მაშინ იყო ძალიან სერიოზული მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინაში კრიმინალისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ყოფილიყო ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი.
სიმართლე გითხრათ, მე არ მომწონს ეს ცვლილება, ვთვლი, რომ დამოუკიდებლობის ხარისხი, შესაძლებელია, შემცირდეს, მაგრამ უკრაინა არის საომარ ვითარებაში და ზელენსკის მოსაზრებას, რომელიც გუშინ საღამოს გავრცელდა, წინ უძღოდა ბევრი ჩხრეკის ოპერაცია. ზელენსკიმ თქვა, რომ არსებობს სისხლის სამართლის საქმეები, კორუფციის საქმეები, რომლის გამოძიებაც არ ხდება, საქმეები თაროზეა შემოდებული, არსებობს რუსული გავლენები… ამიტომ, კი არ გაუქმდა, არამედ პროკურატურას დაექვემდებარა.
ამას მოჰყვა, გარკვეულწილად, უკმაყოფილება უკრაინულ საზოგადოებაში, მაგრამ მეორე მხრივ, ზელენსკის არგუმენტები არის ძალიან კონკრეტული, რომ ქვეყანა იმყოფება საომარ ვითარებაში და საომარი ვითარების დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კრიმინალური იუსტიცია ერთი მიმართულებით მიდიოდეს და იძიებდეს იმ საქმეებს, რომელიც მაგალითად მოიყვანა – ოლიგარქების, კორუფციონერების საქმეები, რომლებიც გაქცეულები არიან, ზოგი არის რუსეთში, ზოგი სხვადასხვა ქვეყანაში”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ს განცხადებასაც გამოეხმაურა. მისი შეფასებით, პარლამენტის თავმჯდომარის ტექსტი სუსტი და არაფრის მთქმელი იყო, რომელიც თავის მართლებას უფრო ჰგავდა.
“სიმართლე გითხრათ, ამ ტექსტიდან ცოტა აზრის გამოტანა გამიჭირდა. ბოლო დროს შალვა პაპუაშვილი რუს პროპაგანდისტად ჩამოყალიბდა. არ ვთვლი, რომ რამე სერიოზულად უნდა ვუპასუხო. შალვა პაპუაშვილისგან განსხვავებით, მე ძალიან დიდი ხანი ზუსტად თავისუფლებისთვისა და დემოკრატიისთვის ვიბრძოდი, მათ შორის, უკრაინაში. შალვა პაპუაშვილისგან განსხვავებით, მე ყველგან ვებრძოდი რუსებს ყველგან – უკრაინაშიც, საქართველოშიც, მოლდოვაშიც ვიმუშავე ორი წელი.
მისი ტექსტი თავის მართლებას უფრო ჰგავს, რა რეჟიმშიც ახლა “ქართული ოცნების” რეჟიმია. ფიქრობენ, რომ თუ რაღაც პროპაგანდისტულ ტოქსინებს გამოიტანენ და მორიგი რუსული პროპაგანდის ახალ “დრეიფს” მოამზადებს პაპუაშვილი, მაშინ ადამიანები იფიქრებენ, რომ არ არიან რუსები. სუსტი ტექსტი იყო. პაპუაშვილი, თავისთავად, არაფერს არ ნიშნავს არც პოლიტიკურად, არც მორალურად, არც თანამდებობრივად. არავინ არაფერს არ ნიშნავს, ესენი არიან ს პროქსები. თითქოს ძალიან სტკიოდეთ უკრაინაზე გული და ძალიან გულშემატკივრობდნენ”, – განაცხადა დეკანოიძემ.