ხატია დეკანოიძე – ოპოზიციამ უნდა აჩვენოს სრული კონტრასტი „ქართულ ოცნებასთან“ – თუ არ იქნება სრული კონტრასტი, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ძალიან გაგვიჭირდება

ოპოზიციამ უნდა აჩვენოს სრული კონტრასტი “ქართულ ოცნებასთან” – თუ არ იქნება სრული კონტრასტი, ს წინააღმდეგ ძალიან გაგვიჭირდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
როგორც ამ კონტექსტში დეკანოიძემ აღნიშნა, მისი ინტერესია ესაუბროს მათ და იმ ადამიანებთან ერთად იყოს, ვინც არის ბიძინა ივანიშვილისა და “ქართული ოცნების” კონტრასტი.
ამასთან, დეკანოიძის თქმით, ოპოზიციის სამომავლო ერთობასთან დაკავშირებით ჯერჯერობით განსაკუთრებული სიახლე არ არის.
„კონკრეტული თარიღის დასახელება ახლა არ შემიძლია, მაგრამ კონკრეტული კონტურები ძალიან მალე უნდა გამოიკვეთოს.
ჩვენ ვსაუბრობთ და ვისაუბრებთ ბიძინა ივანიშვილის დამარცხების ფორმულაზე, ხალხის ინტერესებსა და პოლიტიკურ კორუფციაზე, რაც საზოგადოებას რეალურად აწუხებს.
ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი როგორც იყო, ისევე რჩება. ჩემი პოზიციაა, რომ ივანიშვილი არსად წასულა – ის იყო პოლიტიკაში და საჯაროდ გამოჩნდება ერთხელ, ორჯერ თუ სამჯერ, ამას მნიშვნელობა არა აქვს.
ჩვენ უნდა ვიყოთ კონცენტრირებული იმაზე, რომ არჩევნებზე ეს ადამიანები – პირველ რიგში კი ივანიშვილი ძალაუფლებას ჩამოვაცილოთ, რაც კვლავ რჩება საფრთხედ საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის, რადგან ქვეყანაში ოლიგარქიულ- კლეპტოკრატიული მმართველობაა”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ