ხატია დეკანოიძე ნატა ფერაძეზე: მის სიცოცხლეს შეიძლება მართლა შეექმნას საფრთხე

აქტივისტი ნატა ფერაძე სამების საკათედრო ტაძარში განთავსებული წმ. მატრონასა და საბჭოთა ბელადის, იოსებ სტალინის, ხატის დაზიანების გამო დააკავეს. მას 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნულს პარლამენტარი ხატია დეკანოიძე სოციალური ქსელით გამოეხმაურა.

„აქტივისტ ქალს, რომელმაც სამართლიანი პროტესტი გამოთქვა ტირანის სურათზე (ხატს ვერ ვუწოდებ) და რომელსაც რადიკალები ჩაქოლვით, გადაპარსვით ემუქრებოდნენ – დააპატიმრეს.
ამით უფრო დამძიმდა ნატა ფერაძის უსაფრთხოების პირობები. მის სიცოცხლეს შეიძლება მართლა შეექმნას საფრთხე. რა აუცილებლობაა ნატა ფერაძის იზოლატორში ყოფნა და ეს რისკი? სტალინის გამო“, – წერს ის.