ხატია დეკანოიძე – მანიფესტით თუ მანიფესტის გარეშე, არსებობს “ნაციონალურ მოძრაობაში“ პრობლემები, რომელიც არსად გამქრალა – თუ ხელის არ მოწერის გამო ადამიანებს პარტიიდან გარიცხავენ, ეს შეიძლება ძალიან მძიმე იყოს

ნებისმიერი ძალა, რომელიც ხალხის ინტერესს საქართველოს პოლიტიკაში ასახავს, „ვარდების რევოლუციის“ სულისკვეთების გამგრძელებელი იქნება , – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების” დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.
მან „ვარდების რევოლუციის“ 20 წლისთავი შეაფასა და აღნიშნა, რომ პროგრესთან ერთად, დიდი შეცდომებიც იყო დაშვებული.
„პროგრესი იყო ძალიან დიდი ყველა მიმართულებით, მაგრამ ჩემი აზრით, ძალიან დიდი შეცდომებიც იყო დაშვებული, რომელიც შეეხებოდა პირველ რიგში, სასამართლოს, მართლმსაჯულების სისტემას. რაც არ უნდა დამოკიდებულება გქონდეს ს მიმართ, ის არის საქართველოს პრეზიდენტი და მისი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნა ნამდვილად მძიმეა იმ კონტექსტში, რომ საქართველოს დამოუკიდებელი მართლმსაჯულება არ აქვს. ქვეყანა, რომელიც არის „ვარდების რევოლუციის“ ღირებულების საბოლოოდ დამკვიდრების პროცესში, ძალიან მძიმეა, როდესაც პრეზიდენტი არის ციხეში. ძალიან ვწუხვარ ამის გამო, მაგრამ იმისთვის, რომ მესამე პრეზიდენტი გათავისუფლდეს, ამისთვის არის ერთი მთავარი ამოცანა შესასრულებელი, ტყუილია ის, რომ ვინმე შევარდება, გამოიხსნის, ვინმე „ჯაველინს“ ესვრის, გახსოვთ ასეთი დაპირებებიც იყო შიდაპარტიულ არჩევნებში, ს დამარცხების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდება. ეს ნამდვილად არის ის, რაც ყველამ ერთად უნდა გააკეთოს“, – განაცხადა დეკანოიძემ.
ხატია დეკანოიძემ ისაუბრა პრეზიდენტის მიერ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების შესაძლებლობაზეც და განაცხადა,რომ შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილს, ეს მისი პრეროგატივაა, თუმცა ასეთ შემთხვევაში, ეს მისი მხრიდან „გაბედული გადაწყვეტილება იქნებოდა“.
გარდა ამისა, ხატია დეკანოიძემ „ნაციონალურ მოძრაობის“ მიერ გამოქვეყნებული მანიფესტი და მის ხელმოწერასთან დაკავშირებით პარტიის წევრების განცხადებებიც შეაფასა.
ხატია დეკანოიძის შეფასებით, თუ მანიფესტზე ხელის არმოწერის გამო, ვინმეს პარტიიდან გარიცხავენ, ეს ძალიან მძიმე იქნება.
„ვფიქრობ, თუ ამის გამო ადამიანებს პარტიიდან გარიცხავენ, ეს შეიძლება ძალიან მძიმე იყოს იმიტომ, რომ როდესაც ოპოზიციური პარტიიდან ადამიანებს რიცხავ, ეს მძიმე გადაწყვეტილებაა. არ მგონია, რომ ამ მანიფესტს ბევრმა ადამიანმა ხელი მოაწეროს. ვფიქრობ, რომ მანიფესტით თუ მანიფესტის გარეშე, არსებობს ამ პარტიაში პრობლემები, რომელიც არსად გამქრალა“,- აღნიშნა დეკანოიძემ.
ამასთან, მან ევროპარლამენტის მიერ ს საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით რეზოლუცია მიღებაც შეაფასა. ხატია დეკანოიძის თქმით, ეს კიდევ ერთხელ არის ხაზგასმა იმის, თუ რა მძიმე მდგომარეობა არის საქართველოში ოკუპაციისა და ე.წ. ბორდერიზაციის თვალსაზრისით.
როგორც ხატია დეკანოიძე აღნიშნავს, მნიშვნელოვანია ის, რომ ამ რეზოლუციაში რუსეთი კიდევ ერთხელ არის მოხსენიებული, როგორც ოკუპანტი და აგრესორი.
ის ასევე აცხადებს, რომ სამწუხარო რეალობაა, რომ ხელისუფლება აღნიშნულ საკითხზე რეზოლუციის მიღებისგან თავს იკავებს.
„ძალიან სევდიანი რეალობაა ჩვენი ქვეყნისთვის, როდესაც ევროპარლამენტი ასწრებს ჩვენი ქვეყნის პარლამენტს რეზოლუციის მიღებას. არ ყოფილა არცერთ კომიტეტზე ეს საკითხი წამოწეული და დარწმუნებული ვარ, არც მომავალ სასესიო კვირას არ იქნება განხილვა. ამას აკეთებს რუსული გავლენების გაძლიერებისთვის რუსული გავლენების აგენტი- კოლექტიური საქართველოს ხელისუფლება, ბიძინა ივანიშვილის დავალებით. ამას აკეთებს იმიტომ, რომ საქართველოში რუსული გავლენების გაძლიერებით ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობენ. ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელსაც პირადად საფრთხედ მივიჩნევ 2012 წლის შემდეგ,ეს არაერთხელ მითქვამს. ძალიან დიდი ხანია ოპოზიციაში ვარ. რეკომენდაცია საქართველოსთვის ავანსად იყო გაცემული, რომ რუსეთთან მარტოდ არ დარჩენილიყო. ამ კუთხით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა დეკანოიძემ.