„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერი ხატია დეკანოიძე:
ბოლო პერიოდში აშშ–რუსეთის მოლაპარაკებების ფონზე, განსაკუთრებით აშშ-ს უსაფრთხოების კონცეფციის გამოქვეყნების შემდეგ, სოციალურ ქსელში ვრცელდება უაღრესად მცდარი და საშიში მოსაზრებები, რომ “ივანიშვილმა სწორად დაალაგა” საგარეო პრიორიტეტები, რომელსაც პროპაგანდისტულად პოსტტივის ანტისანიტარია აქტიურად მხარს უჭერს.
ეს არის მცდარი. ივანიშვილმა ვერავისთან დაალაგა. საქართველო რეგიონში არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის საგარეო თუ გეოსტრატეგიულ ყველა ძირითად ფაქტორთან.
აშშ
ივანიშვლს ფულის გამო ნებისყოფამ უღალატა. აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან მისი ყველაზე თვალსაჩინო ინტერაქცია პრეზიდენ ტრამპისთვის გაგზავნილი წერილი იყო, სადაც საკუთარი ფულის გამო უაღრესად დამამცირებლად მიმართავდა. აშშ-ს ელჩმა წერილს გამაოგნებელი უწოდა. ასევე მოიქცა პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო დერეფნის TRIPP – ინიციატივასთან დაკავშირებით. ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილება იყო ამერიკელებისთვის ზურგის ჩვენება და აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის სპეციალური მრჩევლისთვის შათირიშვილის პროპაგანდსიტული ლანძღვის ადევნება. რაც არ უნდა მონროს დოქტრინა განსაზღვრავდეს აშშ-ს უსაფრთხოებას , მისი მოკავშირეები დაა აღიარებული ლიდერები ელემენტარულ სანდოობის პრინციპებს უნდა აკმაყოფილებდნენ. ივანიშვლი დათანხმდა რუსული ნავთობის გატარებას. ისევე როგორც, სანქციების კუთხით, საქართველოში ბევრი არასასურველი გამტარი დერეფანი შექმნა.
ევროკავშირი
ივანიშვილი ფიქრობს, რომ ევროკავშირში ულტრა-მემარჯვენე ძალების მოსვლა მისი შანსი იქნება. ამიტომ ძალაუფლების კონსოლიდაციისთვის ყველანაირი ურთიერთობის ესკალაციაზე წავიდა. უბრალოდ, მომავალი საარჩევნო ციკლი იმ სცენარით ვერ განვითარდება, როგორც პროპაგანდისტული, უვიცი რეჟიმის პროქსები თვლიან. უნგრეთში მომავალ არჩევნებზე ორბანსაც კი არ აქვს გარანტირებული ხელისუფლებაში დარჩენა. ივანიშვილმა ყველა ხაზი გადაკვეთა დიდ სახელწმიფოებთან და პერსონალურ წინააღმდეგობაში შევიდა ევროკავშირის ბევრ ისეთ ლიდერთან, რომელიც ღარიბაშვილის ან ბახტაძის პოლიტიკურ გავლენებთან აერია.
უკრაინასთან და მოლდოვასთან ყველაფერი ნათელია.
ჩვენი მეზობლები
ივანიშვილი დააჯერეს, რომ საქართველომ დერეფნის ფუნქცია უნდა შეინარჩუნოს. უბრალოდ მას არ უთხრეს, რომ სახელმწიფო ბალანსი და დიპლომატია – ეს არ არის ქართუს მენეჯმენტი. აბა შეხედეთ დიპლომატებს. ვინ უნდა განსაზღვროს და ურჩიოს ეს ივანიშვილს. ივანიშვილმა დაპირისპირების რეჟიმი აირჩია აზრებაიჯანთან, ხოლო სომხეთის ლიდერშიფთან მოლაპარაკებების ერთადერთი საკითხი არის, რომ საქართველოში რეპრესირებულ არასამთავრობო სექტორს იქ არავინ დაეხმაროს.
ჩინეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია
აქ ძალიან საინტერესო ვითარებაა და ალბათ ერთ სტატუსში ვერ ჩავეტევი. ჩინეთთან ნორმალური ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების არსებობის საჭიროების უარყოფა სისულელეა. რა თქმა უნდა, უზარმაზარი ქვეყნაა, როემლსაც უდიდესი გავლენა აქვს თანამედროვე გეოპოლიტიკურ წესრიგზე. უბრალოდ, ივანიშვილი და მისი სანდოობის ელემენტები იქ არ არსებობს. ჩინეთიდან ვერ შემოიტანეს ტექნოლოგიები (სადაც მართლაც გარღვევა აქვს ჩინეთს), არავითარი Belts and Roads Initiative აქტიური მონაწილე საქართველო არ არის. კონფერენციების გარდა, სადაც ბოჭორიშვილი საკუთარ ტანსაცმელს აჩვენებს – არავითარი სიახლე არ მოგვისმენია. უფრო მეტიც, რამდენიმე კვირა გავატარე აზიის ფინანსურ ცენტრებში და საქართველოს მიმართ ინტერესი არ არსებობს. არც ფინანსური და არც ტექნოლოგიური. კობახიძე რასაც ჩინეთთან ცდილობდა – რუხაძის ბანკის გაყიდვა იყო ქართული ბანკების კრედიტით. ამაზეც უარი მიიღო. ერთადერთი ინვესტიცია, რომელზეც რეჟიმი ისტერიულად ლაპარაკობს – იგლ ჰილსია. მხოლოდ იმიტომ, რომ ივანიშვილმა ფულის გათეთრება გადაწყვიტა.
ბოლოს: რუსეთთან ივანიშვილის ბუნებრივი ბმა მას ვერ უშველის. პუტინისთვის აქ ისეთი ქოცია საჭირო, რომელიც საქართველოში რუსული სენტიმენტების და მოსახლეობის დიდი ძმის სინდრომზე დათანხმებას მიაღწევდა. პარანოიდალურმა, სასიტკმა და ყველასთან ომში მყოფმა ივანიშვილმა ეს ვერ მოახერხა. ვერც მოახერხებს.
ამიტომ, მეგობრებო, ვინც ამბობს ან ფიქრობს “ივანიშვილის ეშმაკურ ბალანსზე” – არ დაუჯეროთ. მსოფლიოში მულტილატერული წესრიგის პირობებშიც კი (არავინ იცის ეს წესრიგი დადგება თუ არა. ვინაიდან სუპერსახელმწიფოებს ამ ტექნოლოგიური დროში ზუსტად ტექნოლოგიური გარღვევები და საერთაშორისო ვაჭრობის ტრაექტორიები განსაზღვრავს) ივანიშვილი არ არსებობს, როგორც აღიარებული ლიდერი.
მან მშვიდობის ალიანსს უარი უთხრა და ომის რეჟიმში გადავიდა. საკუთარ ხალხს ვინც სჯის და წამლავს – არავის უნდა.




