ხატია დეკანოიძე – კობახიძემ საკუთარ გამოსვლაში 10-ჯერ მაინც ახსენა ივანიშვილი – თუ ივანიშვილია ყველაფრის გარანტია, რა საჭიროა ირაკლი კობახიძე?!

კობახიძემ საკუთარ გამოსვლაში 10-ჯერ მაინც ახსენა ივანიშვილი – თუ ივანიშვილია ყველაფრის გარანტია, რა საჭიროა ?! – ამის შესახებ “ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, არაფერი გვარების შეცვლით არ იცვლება, რადგან მაინც ერთი ადამიანი წყვეტს ყველაფერს.
„გუშინ თავად კობახიძის გამოსვლამ დაადასტურა ეს, როცა მან ალბათ, 10 ჯერ მაინც ახსენა ივანიშვილი – თუ ივანიშვილია ყველაფრის გარანტია, მშვიდობის, ეკონომიკის და ა.შ. რა საჭიროა ირაკლი , წულუკიანი და ა.შ. რაც შეეხება ხალხის ინტერესს, იქნება თუ არა ასახული, ერთ ტესტს მივცემდი კობახიძეს, ეს იქნებოდა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კონტექსტში გამოძიების დაწყება ღარიბაშვილთან დაკავშირებით ჩარტერის საქმეზე, როცა მან საკუთარი ხარჯებით, რომელიც დეკლარირებული არაა, დაიქირავა ჩარტერი და შემდეგ ეს პენსიონერი მამის ფინანსური კაპიტალით აუხსნა საზოგადოებას”, – განაცხადა დეკანოიძემ.
რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ, პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი კობახიძის დანიშვნის ხელმოწერას, დეკანოიძე აცხადებს, რომ ზურაბიშვილის ეს გადაწყვეტილება ბუნებრივია.
„მე ერთი წუთითაც არ დამიშვია, რომ ხელს არ მოაწერდა პრეზიდენტი. ეს რა თქმა უნდა, ასეც უნდა ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან მძიმე მმართველობითი ფორმა, ს და კობახიძის ამ დაპირისპირებაში, იმპიჩმენტის პერიოდში, ვფიქრობ, ზურაბიშვილი გაცილებით კარგად წარმოჩნდა”,- განაცხადა დეკანოიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ