ხატია დეკანოიძე – კატასტროფა, როდესაც ხელისუფლების სანქცირებაზეა საუბარი, ასევე დახმარების გადახედვა არის „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა – შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი დავკარგოთ

კატასტროფა, როდესაც ხელისუფლების სანქცირებაზეა საუბარი, ასევე დახმარების გადახედვა არის „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა, როდესაც შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი დავკარგოთ, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატი ხატია დეკანოიძე აცხადებს.
მისივე თქმით, ს სურვილია, ქვეყანა ამერიკის შეერთებულ შტატებს ჩამოაშორონ და რუსეთსა და ჩინეთს „ჩააბან”.
„ჩემთვის ეს არის კატასტროფა, როდესაც ხელისუფლების სანქცირებაზეა საუბარი, რადგან, რა თქმა უნდა, ეს ქვეყნისთვის არის ძალიან მძიმე. ასევე დახმარების გადახედვა ეს არის „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა, როდესაც შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი დავკარგოთ. იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილის სურვილია, რომ ჩაგვაბან ჩინეთს და რუსეთს, ამიტომ ერთადერთი გამოსავალი ივანიშვილის ამ ძალადობრივი ქაოსიდან არჩევნებზე ხელისუფლების შეცვლაა“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – „ნაცმოძრაობას“ გაუვრცელებია ბანერები, რომ სააკაშვილის პარტია 5 ნომერია – მინდა დავამშვიდო ამაზე მონერვიულე „ნაცმოძრაობის“ წევრები თუ მომხრეები: ნამდვილად მხოლოდ ისინი არიან სააკაშვილის პარტია და ჩვენ, ნომერი 4 ნამდვილად არა