ხატია დეკანოიძე – იმ პლატფორმაზე დაბრუნება, საიდანაც ბრძოლა რამდენიმე წლის წინ დავიწყე, ბუნებრივია და ამაში არაფერია განსაკუთრებული – ნებისმიერი ეგოცენტრულობა და პირადი კინკლაობა მეორეხარისხოვანია

იმ პლატფორმაზე დაბრუნება, საიდანაც მე ბრძოლა რამდენიმე წლის წინ დავიწყე, არის ბუნებრივი და ამაში არაფერია განსაკუთრებული – ნებისმიერი ეგოცენტრულობა და ნებისმიერი პირადი კინკლაობა არის მეორეხარისხოვანი, – ამის შესახებ „ნაციონალურ მოძრაობაში“, ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე დაბრუნებულმა ხატია დეკანოიძემ, მისი გადაწყვეტილების შესახებ შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილსა და სთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო.
„კონსულტაციები, პირველ რიგში, იყო მიხეილ სააკაშვილთან, კობა ნაყოფიასთან, ყველა იმ ადამიანთან, ვისაც მე დიდი ხანია ვიცნობ და ბევრი გზა გვაქვს ერთად გამოვლილი. ბევრი გამარჯვება გვაქვს, ქუთაისის გამარჯვება მინდა შევახსენო ყველას. ქვეყანა არის უმძიმესი საფრთხის ქვეშ. დღეს „ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადა ძალიან მარტივი რამ, რომ თუ გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“, მაშინ ისინი გააუქმებენ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და ქვეყანა წავა დიქტატურისკენ. ამიტომ, ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერი პოლიტიკოსი უნდა დადგეს ყოველგვარ ეგოცენტრულობაზე, საკუთარ თავზე, ფიქრზე მაღლა. ჩემი მხრიდანაც იმ პლატფორმაზე დაბრუნება, საიდანაც მე ბრძოლა რამდენიმე წლის წინ დავიწყე, არის ბუნებრივი და ამაში არაფერია განსაკუთრებული. მე ჩემს ფუნქციას ვხედავ, პირველ რიგში, ბრძოლაში ს წინააღმდეგ. ეს არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. მე ვხედავ ჩემს ფუნქციას, ბრძოლას იმაში, რომ ყველა იყოს ერთიანი. მე დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში. დიდი მადლობა მიხეილ სააკაშვილს, ჩემს მეგობრებს და კობას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერი შემთხვევისთვის, ნებისმიერი ბრძოლისთვის თითოეული ჩვენგანი არის მზად. ჩემთვის ჩემი პირადი კეთილდღეობა არ ნიშნავს არაფერს, ჩემთვის მნიშვნელოვანია ჩვენი სამშობლო გავიდეს სამშვიდობოს 26 ოქტომბერს. ამიტომ ნებისმიერი ეგოცენტრულობა და ნებისმიერი პირადი კინკლაობა არის მეორეხარისხოვანი. მთავარი ფოკუსი ახლა არის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა,“- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”