ხატია დეკანოიძე – ივლისის შუა რიცხვებამდე გაირკვევა, როგორ შეიძლება ოპოზიცია იყოს წარმოდგენილი არჩევნებში – მთავარია, რომ გვქონდეს ერთიანი გზავნილი, საუბარი არ არის ერთიან სიაზე, არც ტექნიკურ შერწყმაზე

ძალიან ცოტა [დრო] დაგვრჩა იმისთვის, რომ წარვადგინოთ საბოლოო კონფიგურაცია. დაახლოებით, ივლისის შუა რიცხვებამდე გაირკვევა საბოლოო გეოგრაფია, როგორ შეიძლება ოპოზიცია იყოს წარმოდგენილი არჩევნებში – თუ პარტია ფიქრობს, რომ ოდნავ მაინც არსებობს რისკი ბარიერის არ გადალახვის, უნდა ესმოდეს, რომ ეს ხმები წავა “ქართულ ოცნებაში”. ეს რისკები ყველას აქვს გათვითცნობიერებული, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რითაც ოპოზიციური პარტიების ნაწილის მიერ ერთიანობის დეკლარაციაზე ხელის მოწერას გამოეხმაურა.
დეკანოიძის თქმით, “ქართულ ოცნებას” ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში “შანსი არ აქვს”.
„მთავარია, რომ გვქონდეს ერთიანი გზავნილი. აქ საუბარი არ არის ერთიან სიაზე, არც ტექნიკურ შერწყმაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია, რომლებიც ეხება ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს და თავდაპირველად, იმას, რომ გვქონდეს ერთიანი საკომუნიკაციო გზავნილი, რომელიც ჩვენს მოქალაქეებამდე უნდა მივიდეს.
დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე დასრულდება გადაჯგუფების კონსულტაციები. ეს გადაჯგუფება უნდა იყოს კონკრეტული იდეოლოგიისა და გაერთიანების მიხედვით. არ უნდა გაიფანტოს ის ხმა, რომელიც წესით უნდა წავიდეს ოპოზიციაში. ვფიქრობ, რომ „ქართულ ოცნებას“ ოქტომბრის არჩევნებში არ აქვს შანსი. ჩვენი საერთო გზავნილი მის წინააღმდეგ უნდა იყოს და ამასთან, მორგებული საქართველოს ინტერესებზე.
ზოგადად, მე ვარ გამსხვილების მომხრე. ამ შემთხვევაში გაცილებით ნაკლები ხმა გაიფანტება. ამიტომ, ეს არის ახლა მთავარი. პრინციპში, ჩვენ ძალიან ცოტა [დრო] დაგვრჩა იმისთვის, რომ წარვადგინოთ საბოლოო კონფიგურაცია. დაახლოებით, ივლისის შუა რიცხვებამდე გაირკვევა საბოლოო გეოგრაფია, როგორ შეიძლება ოპოზიცია იყოს წარმოდგენილი არჩევნებში. თუ პარტია ფიქრობს, რომ ოდნავ მაინც არსებობს რისკი ბარიერის არ გადალახვის, უნდა ესმოდეს, რომ ეს ხმები წავა „ქართულ ოცნებაში“. ეს რისკები ყველას აქვს გათვითცნობიერებული”,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
გარდა ამ თემისა, დეპუტატმა მთავრობის ანგარიშზე საუბრისას აღნიშნა, რომ “უსუსურია ანგარიშიც, უსუსურია [ირაკლი] ც”.
„პრემიერის ანგარიში იმდენად უსუსურია და არაფრისმთქმელია, როგორც საქართველოს ხელისუფლება. გულწრფელად გეტყვით, მისი საბოლოო წაკითხვაც კი ალბათ არავის არ მოუნდება. ანგარიშში არ არის აღიარებული როგორც საფრთხე; ეროვნული უსაფრთხოების თემები არ არსებობს; ევროინტეგრაციაზე ტყუილი წერია. “ქართული ოცნება” და კობახიძე პირდაპირ აღიარებს, რომ პროპაგანდის ქსელში არიან გახვეულები. თვითონ საუბრობს გლობალური ომის პარტიაზე და ანგარიშში სულ სხვა მოცემულობაა, რაც ზერელე და წყალ-წყალაა. უსუსურია ანგარიშიც, უსუსურია კობახიძეც და უსუსურები არიან ის ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების გაზიარებით საკუთარ მერკანტილურ ინტერესებს შეავსებენ”,- განაცხადა დეკანოიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი – კრემლი ზამთარში უკრაინის ატომურ ობიექტებზე დარტყმებს გეგმავს – ამ ობიექტებზე თავდასხმა ბირთვული ინციდენტის მაღალ რისკს აჩენს, რომელსაც გლობალური შედეგები ექნება

ლაშა ფარულავა – 26 ოქტომბერს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავასრულოთ კონკრეტული კორუფციული გარიგებები, რომელიც თბილისის მერიაშია და ყველა საჯარო დაწესებულებაში სისტემური ხასიათი აქვს