ხატია დეკანოიძე: ივანიშვილს სერიოზულად პარტნიორად მხოლოდ ГРУ-ს და რუსული სპეცსამსახურების წვრილფეხობა აღიქვამს

“ივანიშვილს სერიოზულად პარტნიორად მხოლოდ ГРУ-ს და რუსული სპეცსამსახურების წვრილფეხობა აღიქვამს” – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა -სთან და ევროკავშირთან კავშირი “ჩაჭრა, რათა საკუთარი უსაფრთხოება, საკუთარი ძალაუფლება და რუსული მმართველობის სტილი გაეხანგრძლივებინა”.

ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, რომ ივანიშვილის რეჟიმი დასუსტებულია.

ივანიშვილს არ აღიქვამენ სერიოზულ პარტნიორად. მე ვფიქრობ, რომ ივანიშვილს სერიოზულად პარტნიორად აღიქვამს მხოლოდ წვრილფეხობა ГРУ-ს და რუსული სპეცსამსახურების იმიტომ, რომ ნებისმიერი სიტუაციური მოკავშირეობა, რომელიც ჩვენ გჭირდებოდა ყველა დიდ სახელმწიფოსთან და პირველ რიგში ჩვენს ბუნებრივ მოკავშირეებთა, -სთან და ევროკავშირთან, ეს ჩაჭრა ამ ადამიანმა. ეს ჩაჭრა იმიტომ, რომ საკუთარი უსაფრთხოება, საკუთარი ძალაუფლება და რუსული მმართველობის სტილი გაეხანგრძლივებინა…

მე ვფიქრობ ასე, ივანიშვილის რეჟიმი არის მეტწილად, არ ვამბობ რომ ჩამოშლილია, მე ვამბობ, რომ არის სუსტი, არსებობს შიდაკლანური დაპირისპირებები, არსებობს ფულის დეფიციტი, არის სერიოზული პრობლემა კლანებთან დაპირისპირების, ღარიბაშვილს საზღვარგარეთ არ უშვებს და სერიოზულად ადამიანებს პასპორტები აქვთ ჩამორთმეული,” – განაცხადა ხატია დეკანოიძემ. 

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – დმანისში მომხდარ ფაქტზე ბრალი წარედგინა პირს, რომელმაც სახის არეში მრავლობითი დარტყმის შედეგად დაზარალებული რკინის კიბეებიდან გადააგდო, დაზიანების შედეგად გარდაცვლილი კი თავისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა

გიორგი შარაშიძე – რა გასაკვირია, რომ თუნდაც ერთი წლის წინ ევროკავშირი უარყოფითად აფასებდა საქართველოს პროგრესს? – როგორ ფიქრობთ, ელჩს ასეთი მნიშვნელოვანი პოზიციის დაფიქსირება სურს და სამინისტროში გაგზავნილი რიგითი წერილით შემოიფარგლება?

შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელის ღირებულებითი უკუსვლა დაიწყო მაშინ, როდესაც დეზინფორმაცია და პროპაგანდა მისაღებ პოლიტიკურ იარაღად აღიარა – დადასტურდა, რომ კანონი ამერიკულია, რომ ინტეგრაცია ბრიუსელმა შეაჩერა და რომ ჯამი ჭურჭელია

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე დაკავებულთაგან ხუთ პირს, მათ შორის მანანა გიორგობიანს ბრალი წარედგინა – დადგინდა, რომ დაპირისპირება გიორგობიანისთვის სუპერმარკეტის თანამშრომლის მიერ თანხის დახურდავებაზე უარს მოჰყვა