ხატია დეკანოიძე – ივანიშვილის რუსული დავალება ნათია თურნავას მიმართ, რომლის ოჯახის წევრი, „ქართული ოცნების“ სიაშია, იმის მაჩვენებელია, რომ ივანიშვილი მზადაა საქართველოს ეკონომიკისა და ფინანსური სექტორის ჩამოშლისთვის

ბიძინა ივანიშვილის რუსული დავალება ნათია თურნავას მიმართ, რომლის ოჯახის წევრი, სხვათა შორის, „ქართული ოცნების“ სიაშია, იმის მაჩვენებელია, რომ ივანიშვილი მზად არის საქართველოს ეკონომიკისა და ფინანსური სექტორის ჩამოშლისთვის, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რითაც საქართველოს მოქალაქეების სანქცირების საკითხზე საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებას გამოეხმაურა.
როგორც ხატია დეკანოიძე აღნიშნავს, „ეს ს რუსული დავალებაა ნათია თურნავასადმი“.
„საქართველოს ბანკები ჩართულია საერთაშორისო-საფინანსო ორგანიზაციებში და ეს არის ციკლი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის და ბიძინა ივანიშვილის რუსული დავალება ნათია თურნავას მიმართ, რომლის ოჯახის წევრი, სხვათა შორის, არის „ქართული ოცნების“ სიაში, ზუსტად იმის მაჩვენებელია, რომ ბიძინა ივანიშვილი მზად არის იმ შემთხვევაში, თუ ეს სანქციები არ აღსრულდება, მაშინ საქართველოს მოქალაქეები დააყენოს რისკის ქვეშ საქართველოს ეკონომიკისა და ფინანსური სექტორის ჩამოშლის კუთხით.
საქართველოს ეროვნული ბანკი ამბობს, რომ მურუსიძის გადაწყვეტილების გარეშე სანქციები ვერ აღსრულდება, რაც ნიშნავს იმას, რომ ათასობით, ასი ათასობით საქართველოს მოქალაქეს შეექმნება პრობლემა გადმორიცხვებზე, გზავნილებზე საქართველოში, ასევე ეს ნიშნავს იმას, რომ ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასული „ ბანკსა“ და „საქართველოს ბანკს“ ძალიან სერიოზული პრობლემა შეექმნება და ეს ნიშნავს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილის რუსული დავალებები, რომელსაც ასრულებს თურნავა და რომელიც დაფასებულია „ქართული ოცნების“ რუსული გავლენის მიერ, მისი ოჯახის სიაში ყოფნით, ნიშნავს იმას, რომ მთელი ეკონომიკური სექტორი არის ძალიან სერიოზული რისკის ქვეშ“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისთვის ქართველი ოფიციალური პირები და ექსტრემისტები დაასანქცირა. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კიდევ ერთხელ განმარტა, რა შემთხვევაში ვრცელდება საქართველოს მოქალაქეზე სანქციათა აღსრულების რეჟიმი. ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ „ქართული საფინანსო სექტორი მოქმედებს სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებული მოთხოვნების სრული დაცვით“. ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს მოქალაქეზე სანქციათა რეჟიმი ვრცელდება მაშინ, „თუ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი“. მათივე განცხადებით, საქართველოს ეროვნული ბანკი სისტემატურ ზედამხედველობას უწევს საფინანსო სექტორის ცალკეული მონაწილის მხრიდან როგორც საერთაშორისო სანქციების აღსრულების, ისე საკუთარი რეგულაციების და ეროვნული კანონმდებლობის შესრულების პროცესს.