ხატია დეკანოიძე – თუ პრორუსული ხელისუფლება გადაწყვეტს, ქართველი ხალხის ნება გააყალბოს, მათთვის სერიოზული სუსხი წამოვა ქართველი ხალხისგან და დასავლეთისგან – ნებისმიერი კვლევა აჩვენებს მხოლოდ ერთს, რომ „ქართული ოცნება“ დამარცხდება

თუ ივანიშვილი და პრორუსული ხელისუფლება გადაწყვეტს, რომ ქართველი ხალხის ნება გააყალბოს, ძალიან სერიოზული სუსხი წამოვა მათთვის ქართველი ხალხისგან და ასევე ძალიან სერიოზული სუსხი წამოვა დასავლეთისგან , – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
ხატია დეკანოიძის განცხადებით, ქართველი ხალხის ნების გაყალბების შემთხვევაში ოპოზიცია რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის გვერდით იქნება.
„დიდი ფინანსური სანქციების პაკეტი, რომელიც ივანიშვილზეა, ეს პაკეტი არსებობს და რა თქმა უნდა, თუ ეს ადამიანი გადაწყვეტს, რომ ქართველებით და ქართველი ხალხის ბედით იჟონგლიოროს, ეს იქნება ძალიან სერიოზული დარტყმა მის ფინანსურ რესურსზე“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
რაც შეეხება Edison Research-ის ბოლო საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ყველა კვლევა აჩვენებს, რომ „ქართული ოცნება“ აუცილებლად დამარცხება.
„ნებისმიერი კვლევა, რომელიც აქამდე გამოქვეყნებულა, აჩვენებს მხოლოდ ერთს, რომ „ქართლი ოცნება“ აუცილებლად დამარცხდება. რა თქმა უნდა, ცდომილება ყველა კვლევაში არის, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ოპოზიციურ ფრონტზე არსებობს სამი კოალიცია და კიდევ ცალკე გახარიას პარტია. ყველას აქვს ძალიან დიდი შანსი, რომ მოიპოვოს ის ხმების რაოდენობა, რომელიც ერთად შეძლებს კოალიციური მთავრობის შექმნას საქართველოს პარლამენტში. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ „ქართლი ოცნება“ უნდა დამარცხდეს და ეს დამარცხება არის გარდაუვალი“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკო მანაგაძე: ადრე თუ გვიან ყველაფერი სრულდება. რამდენი ტიტუშკა არბენინა, რამდენი ფიტული აგორავა აუდიტორიების შესავსებად, რამდენი სტუდენტი აცემინა, მაგრამ მაინც ასე დაამთავრა – წავიდა