ხატია დეკანოიძე – ესენი არ არიან პოლიციელები, ესენი არიან ველურები – არ გვეშინია

საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის კვლავ სიტყვიერი დაპირისპირებაა.
დაპირისპირება სამართალდამცველებსა და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ხატია დეკანოიძეს შორისაც მოხდა.
ხატია დეკანოიძის განცხადებით, სამართალდამცველებმა აქციის მონაწილე ქალებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
აღნიშნული პოლიციელებმა უარყვეს. ამასთან, ხატია დეკანოიძემ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს, რომლებიც მსვლელობას მიყვებიან, მოუწოდა, რომ ნიღაბი მოეხსნათ და სახე გამოეჩინათ.
“ესენი არ არიან პოლიციელები, ესენი არიან ჩვეულებრივი ველურები და ბიძინა ივანიშვილის მსახურები, არ გვეშინია მათი – არ გვეშინია. უშვერი სიტყვებით აგინებენ ქალებს. ეს არის მათი სახე”, – აღნიშნა დეკანოიძემ მედიასთან.
ამ დროისთვის საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები სასამართლოს მიმართულებით მიდიან.

ასევე დაგაინტერესებთ

მარკ რუტე: ნატო-საქართველოს ურთიერთობის შენარჩუნებას აზრი აქვს, მაგრამ ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიც უნდა ვაღიაროთ – მოვუწოდებთ საქართველოს, პროევროპულ და მომავალზე ორიენტირებულ გზას დაუბრუნდეს, რაც ამჟამად სერიოზულ შეშფოთებას იწვევს