ხატია დეკანოიძე ენმ-ში ბრუნდება – ის კობა ნაყოფიას მოადგილე იქნება

ხატია დეკანოიძე “ნაციონალურ მოძრაობაში” ბრუნდება. ის პარტიის დამფუძნებლის, ექსპრეზიდენტ ს ინიციატივით შექმნილი ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის, ს მოადგილე იქნება. სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე სწორედ ნაყოფიამ გამოაცხადა დეკანოიძის პარტიაში დაბრუნების გადაწყვეტილება.
“დღეს “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” რიგებში ბრუნდება ხატია დეკანოიძე, რაც ძალიან მისასალმებელია. ის დღეიდან შეუდგება საქმიანობას მიხეილ სააკაშვილის მიერ ინიციირებული ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე”, – განაცხადა ნაყოფიამ და დაამატა, რომ მათ კიდევ ბევრი, სხვადასხვანაირი ადამიანი შეუერთდება.
ხატია დეკანოიძემ სიტყვა მიხეილ სააკაშვილისადმი მადლობით დაასრულა. მისი თქმით, პარტიაში დაბრუნებამდე კონსულტაციები სწორედ ყოფილ პრეზიდენტთან გაიარა.
“მე ჩემს ფუნქციას ვხედავ, პირველ რიგში, ს წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. მე ვხედავ ჩემს ფუნქციას ბრძოლაში იმისთვის, რომ ყველა იყოს ერთიანი, მეტ-ნაკლებად. მათ შორის იმ ადამიანების, ვისაც ჩვენ არ ვეთანხმებით. შეიძლება ვიცნობთ კარგად, მაგრამ არ ვეთანხმებით. ამიტომ, მე დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
მან “ნაციონალური მოძრაობა” 2023 წლის მარტში დატოვა. დეკანოიძემ დეტალურად განმარტა მიზეზები, რის გამოც პარტიის დანარჩენ წევრებთან უთანხმოება ჰქონდა. დასახელებულ მიზეზებს შორის იყო პარლამენტის ბოიკოტი – დეკანოიძე ფიქრობდა, რომ პარტიის წევრები პარლამენტში უნდა შესულიყვ ასევე, ახალი პოლიტსაბჭოს არჩევა, პარტიის თავმჯდომარედ ს არჩევა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გავლენა პარტიაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”