ხატია დეკანოიძე – დღევანდელი სურათი, რომელიც არალეგიტიმურ პარლამენტშია, რეჟიმის საცოდაობაა – ეს ის ამაზრზენი ფორმაა, რომელსაც აპირებს საბოლოოდ დაამკვიდროს საქართველოში

დღევანდელი სურათი, რომელიც არალეგიტიმურ პარლამენტშია, რეჟიმის საცოდაობაა. ეს ის ამაზრზენი ფორმაა, რომელსაც აპირებს საბოლოოდ დაამკვიდროს საქართველოში – რეჟიმის დამხობის შემდეგ გვექნება საშუალება, რომ ქვეყანა განვითარდეს, ისე როგორიც საზოგადოების მოლოდინია,- ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ხატია დეკანოიძემ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა.
მისი თქმით, საღამოს დაგეგმილი საახალწლო ილუმინაციების ანთება, პროვოკაციული ნაბიჯია.
„დღევანდელი სურათი, რომელიც არალეგიტიმურ პარლამენტშია, ეს რეჟიმის საცოდაობაა. ეს, ის ამაზრზენი ფორმაა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი აპირებს საბოლოოდ დაამკვიდროს საქართველოში, რაც არ გამოუვა. ყაველაშვილი ვერანაირ ლეგიტიმაციას ვერ მიიღებს საქართველოს მოქალაქეებისგან. რეჟიმი უნდა დაემხოს და ამ რეჟიმის დამხობის შემდეგ გვექნება საშუალება, რომ ქვეყანა განვითარდეს, ისე როგორიც საზოგადოების მოლოდინია. ლეგიტიმაციაზე საუბარი ზედმეტია, მთავარია პროტესტი გაგრძელდეს და მობილიზებულები ვიყოთ, როგორც ამ დღეების განმავლობაში.
საახალწლო ილუმინაციების ანთება ეს სრულად პროვოკაციული ნაბიჯია. ის ადგილი, სადაც ამ პერიოდის განმავლობაში ხალხი აწამეს და დაწამლეს. ახალგაზრდები რუსთაველის გამზირზე უგონოდ ეყარნენ და ამ დროს საკუთარ მომხრეებს წერენ, რომ მოდით ნაძვის ხის ასანთებად. ქართველი ხალხის არის ნებისმიერი დღესასწაული და ჩვენ არ გვჭირდება, სანამ ეს ქვეყანა თავისუფალი არ იქნება“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი: საია პოლიტიკური აქტივიზმით დაკავებული ორგანიზაციაა, ეჭვი მეპარება, პოლიტიკური მიზნების გარდა სხვა მიზნები ამოძრავებდეთ, თუმცა ქუჩაში წივილ-კივილს ყოველთვის სჯობს, სასამართლოში წახვიდე და განაჩენს დაელოდო

მიხაილ გალუზინი: მზად ვართ, რუსეთ-საქართველოს კავშირების გასაღრმავებლად – ღირს, საქართველოს ხელისუფლება დაუფიქრდეს, რამდენად დიდი შედეგების მიღწევა იქნებოდა შესაძლებელი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობებით