ხატია დეკანოიძე: დანებებას ქართველი ხალხი არ აპირებს

“ერთობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ხატია დეკანოიძე:
რა პროგნოზირებადები არიან: ხალხის ყვლეფისა და მკვლელი პროკურორის გადასაფარად ივანიშვილი გამოუგორებიათ წერილით.
საქართველოში ქაოსის შემომტანმა, კორუფციით, სიღარიბით, წამების მანქანებითა და ქიმიური ნივთიერებებით საკუთარ ხალხზე მოძალადე ივანიშვილმა – მე დანებებას არ ვაპირებო.
დანებებას ქართველი ხალხი არ აპირებს. მაინც ვერ მოგვიშორებს ხალხის გამღარიბებელი და ს მოტრფიალე კრიმინალური სინდიკატი. ჩვენს სამშობლოში ვიქნებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ქვეყანაში ნამდვილი მშვიდობა, კეთილდღეობა და ბედნიერება დადგეს.
2026-შიც იგივე შემართებით და გონიერებით.
გავიდა ბრძოლის, ჩვენი ხალხის ტყვეობის, გამძლეობისა და შემართების წელი.
ახალ წელსაც თავისუფლების, ბედნიერების, მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის – ბოლომდე!
თავისუფლება პოლიტპატიმრებს!