ხატია დეკანოიძე – ბიძინა ივანიშვილი უნდა იყოს “მაგნიტსკის სიაში“ და ამაზე მუშაობა კვლავ მიმდინარეობს

ჩემი ჩამოყალიბებული მოსაზრებით, უნდა იყოს “მაგნიტსკის სიაში” და ამასთან დაკავშირებით მუშაობა კვლავ მიმდინარეობს. ამასთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ ბილ ბრაუდერმა გააკეთა იგივე განცხადება – ეს არის “მაგნიტსკის სიის” ავტორი, რომელმაც თქვა, რომ არის საუბარი იმაზე, რომ თავად ივანიშვილი აღმოჩნდეს იქ, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ხატია დეკანოიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.
დეკანოიძის თქმით, ივანიშვილი ფიქრობს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროტესტი ისე მიჩქმალოს, საქართველო დიდი სახელმწიფოებისა და ევროკავშირის დღის წესრიგში ისევ არ დაბრუნდეს.
“ახალ არჩევნებამდე მისაყვანად, პირველ რიგში, საჭიროა, რომ რეჟიმი დასუსტდეს. ამისთვის საჭიროა ორი ძალიან მნიშვნელოვანი რამ – საერთაშორისო ზეწოლა და სანქციები და მეორე არის შიდა ზეწოლა, ანუ პროტესტი.
რაც შეეხება სანქციებს – ევროკავშირის მიერ დაწესდა დიპლომატიურ პასპორტებზე სანქციები. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი ინდიკატორი იყო იმიტომ, რომ ეს არალეგიტიმურობას ნიშნავდა ზუსტად ამ რეჟიმის, მაგრამ მეორეს მხრივ, ჩვენ ვამბობთ, რომ და ვესაუბრებით ასევე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ ეს არ არის საკმარისი. უფრო მკაცრ სანქციებზე კონსენსუსი სა და უნგრეთის გამო ვერ შედგა, მაგრამ აქ ჩვენ ჩვენს პარტნიორებთან ერთად მერე წავედით მეორე გზით – ეს იყო ეროვნულ მთავრობებთან მოლაპარაკებები იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ეროვნულმა ხელისუფლებამ გაცილებით უფრო მკაცრი სანქციები დაუწესოს ბიძინა ივანიშვილს და მის რეჟიმს.
რა არის გამოსავალი – ევროკავშირის მხრიდან ეს უნდა იყოს არა მხოლოდ დიპლომატიურ, არამედ ეროვნულ პასპორტებზე დაწესებული სანქციები. შენგენის ბაზაში ჩატვირთული პირადი მონაცემები ქვეყანას მისცემს იმის საშუალებას, რომ ძალიან მკვეთრად იყოს გამიჯნული იმ ადამიანების წითელი ხაზი, რომ ამ პირებს, ვინც საქართველოს დემოკრატიის წინააღმდეგ ატარებს სერიოზულ ორგანიზებულ ძალადობის ფორმებს, ასევე მათი ოჯახის წევრებს აეკრძალოთ ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა. ამასთან დაკავშირებით არაერთი კომუნიკაცია გვქონდა, ყველაფრის თქმა საჯაროდ, უბრალოდ, არ შეიძლება.
ასევე არის ფინანსური სანქციები. ჩემი ჩამოყალიბებული მოსაზრებით, ბიძინა ივანიშვილი უნდა იყოს “მაგნიტსკის სიაში” და ამასთან დაკავშირებით მუშაობა კვლავ მიმდინარეობს. ამასთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ ბილ ბრაუდერმა გააკეთა იგივე განცხადება – ეს არის “მაგნიტსკის სიის” ავტორი, რომელმაც თქვა, რომ არის საუბარი იმაზე, რომ თავად ივანიშვილი აღმოჩნდეს იქ.
თუ რამდენიმე წლის წინ ეს იყო ჯერ კიდევ მერყეობის საფუძველი, ახლა ყველას ძალიან კარგად ესმის, რომ ივანიშვილის მიერ არის მიტაცებული ქვეყანა, პრაქტიკულად, ყველაფერი იმართება მის მიერ, თან არაოფიციალურ თანამდებობაზე. ეს არის ოლიგარქიული, კლეპტოკრატიული, რუსული მმართველობის სტილი.
ივანიშვილს აწუხებს ყველაზე მეტად შიდა პროტესტი, რომელიც, მიუხედავად ჯარიმებისა, ძალადობისა, ძალიან ბევრ ადამიანზე წარმოუდგენელი ზეწოლისა, მაინც გრძელდება და გაზაფხულის დადგომასთან ერთად, პროტესტიც გაცილებით უფრო გაფართოვდება. იგი ფიქრობს, რომ საერთაშორისო დღის წესრიგში გადალაგება კონცეპტუალურად მნიშვნელოვანი ძვრებისა, რომელიც, თითქოს მას აძლევს საშუალებას, ამოისუნთქოს, თუმცა, ასევე ფიქრობს, რომ ისე მიჩქმალოს ეს ყველაფერი, საქართველო კვლავ დიდი სახელმწიფოებისა და ევროკავშირის დღის წესრიგი ისევ არ გახდეს”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
კითხვაზე, მიიღებს თუ არა ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, ხატია დეკანოიძემ უპასუხა, რომ ახალი არის ქვაკუთხედი და თვითმმართველობის არჩევნებში ვინმეს მონაწილეობის მიღება მისთვის ძალიან დიდი კრიტიკის საფუძველი იქნება.
“ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს იმ წინაპირობებით, რომელიც გათვალისწინებულია, მათ შორის, თუნდაც ქარტიაში და თუნდაც ოპოზიციის საკოორდინაციო შეხვედრებზე – ეს არის თავისუფალი არჩევნები, ს რეფორმა, კანონის უზენაესობის მინიმალური სტანდარტი და ა.შ. ასევე, პატიმრების გათავისუფლება, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ნებისმიერ შემთხვევაში, ახალი არჩევნები არის ის ქვაკუთხედი, რომლის გარშემოც ჩვენ ვართ და ვიქნებით.
ჩემი გადმოსახედიდან, ადგილობრივ თვითმმართველობაში შესვლა, ნებისმიერი წინაპირობის შეუსრულებლად, ნებისმიერი სტატუს-კვოს შენარჩუნების კონტექსტში, ჩემთვის ეს იქნება ძალიან დიდი კრიტიკის საფუძველი იმიტომ, რომ ჩვენ ჯერ უნდა მივაღწიოთ მთავარს – ეს არის ახალი არჩევნები და პატიმრების გათავისუფლება”, – განაცხადა დეკანოიძემ.