ხატია დეკანოიძე – არ ვუერთდები „ნაციონალურ მოძრაობას,“ მაგრამ თავს განვიხილავ ყველას მოკავშირედ, რომელიც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაშია – ასევე, მხარს ვუჭერ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას პრემიერის პოსტზე

ყველაზე საუკეთესო არის ის კონფიგურაცია, რომელიც მოქალაქეებს მისცემს არჩევანს და ეს არჩევანი უნდა იყოს ძალიან კონკრეტული, მთავარი კი უნდა იყოს ს დამარცხება , – ეს განცხადება „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ოპოზიციურ გაერთიანებებსა და სხვადასხვა კონფიგურაციაზე საუბრისას განაცხადა.
დეკანოიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილს მხოლოდ საკუთარი ფინანსური რესურსების უზრუნველყოფა უნდა.
მისივე განცხადებით, ივანიშვილი ქვეყნისთვის უდიდესი პრობლემაა.
„ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესი გაიყინა ივანიშვილის გამო, იმიტომ, რომ რუსულ კანონთან ერთად წარმოუდგენელია ევროპაში ინტეგრაცია და ასე ვკარგავთ ჩვენს პარტნიორებს. ძალიან სერიოზული ინფორმაცია გაჟღერდა იმასთან დაკავშირებით, რომ ოჩამჩირეში – რუსების მიერ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო გემები ოკუპანტის გამოჩნდნენ. ეს არის, ფაქტობრივად, სამხედრო ანექსია, ჩვენი ტერიტორიის გამოყენება მეორე ფრონტის გასახსნელად. თუ ვინმეს უნდა მეორე ფრონტი საქართველოში, ესაა და ამ დროს, ჩვენს პარტნიორებს -სა და ევროპაში ვეუბნებით უარს იმიტომ, რომ ივანიშვილს უნდა მხოლოდ საკუთარი ფინანსური რესურსის უსაფრთხოება. ამის ფონზე, ვინც გამოასხივებს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილის დამარცხება უნდა და საკუთარ პროცენტებზე არ ფიქრობს, ყველა იმსახურებს ძალიან დიდ პატივისცემას.
ბოლო პერიოდი, ვცდილობ ცოტა ვისაუბრო კონფიგურაციებზე, რადგან მე მაინტერესებს საქართველოს მოქალაქეების არჩევანი, მათი პრობლემები. დაახლოებით, ოც ქალაქში ვიყავი ბოლო კვირების განმავლობაში და ძალიან ბევრი პრობლემა აქვთ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს“ – განაცხადა დეკანოიძემ.
კითხვაზე, რომელ პარტიასთან გამონახავს საერთოს და ვისთან გაერთიანდება ოპოზიციონერი დეპუტატი, დეკანოიძემ უპასუხა, რომ საარჩევნო სია და პარლამენტში ყოფნა მისთვის არ არის მნიშვნელოვანი და თავს ყველა ადამიანის მოკავშირედ განიხილავს, ვინც ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაშია ჩართული. დეკანოიძემ ასევე განმარტა, რომ მხარს უჭერს პრეზიდენტ ს კანდიდატურას პრემიერმინისტრის პოსტზე.
„სარჩევნო სია და ადგილი პარლამენტში ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის და ვისთვისაც საარჩევნო სია და პარლამენტში მოხვედრა აუცილებელია, მე ვფიქრობ, რომ ის ადამიანები არ არიან მზად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში. მე ველაპარაკები ყველას, ოღონდ ეს არის ჩვენი თანამშრომლობა. მესმის, რომ ეს არის პროპორციული საარჩევნო სისტემა და დამოუკიდებელმა დეპუტატებმა უნდა მივიღოთ კონკრეტული გადაწყვეტილებები, მაგრამ ეს არ არის ის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, რომელიც ამ წუთას აინტერესებს ხალხს. საუბარი არ არის პარტიულ სიებზე, საუბარია, ვის რა შეგვიძლია ივანიშვილის დასამარცხებლად. ამ ეტაპზე არ წარმოვადგენ რომელიმე პარტიას, ცალსახაა, რომ არ ვუერთდები „ნაციონალურ მოძრაობას,“ მაგრამ თავს განვიხილავ ყველა იმ ადამიანის მოკავშირედ, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართული. ასევე, შემიძლია გითხრათ, რომ მე მხარს ვუჭერ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას პრემიერ-მინისტრის პოსტზე, რომელიც, წესით, უნდა იყოს გამაერთიანებელი ძალა. მას აქვს ის უნარი, რომ განსხვავებული მოსაზრების ადამიანები გააერთიანოს“ , – განაცხადა დეკანოიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ