ხატია დეკანოიძემ გურამ მაჭარაშვილს წყლის ბოთლი ჩაარტყა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებს შორის დაპირისპირება იყო. “ევროოპტიმისტების” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ უმრავლესობის წევრ გურამ მაჭარაშვილს წყლის ბოთლი მოუქნია.
დეკანოიძის გაღიზიანება მაჭარაშვილის რეპლიკას მოჰყვა, რომელმაც ოპოზიციონერ დეპუტატს გამყიდველი უწოდა.
“სამშობლო გაყიდეთ სააკაშვილთან ერთად უცხო ქვეყნის თანამდებობისთვის. აგეთ პასუხი. მწარეა სიმართლე”, – მიმართა მაჭარაშვილმა დეკანოიძეს.
აღნიშნულამდე სიტყვიერი დაპირისპირება იყო დეკანოიძესა და კანონპროექტის მომხსენებელ გივი მიქანაძეს შორის.
“შე ტუტუცო ქალო, გაბრძანდით აქედან. საერთოდ ამ ქვეყანაში, რომ ჩამოხვედით, უნდა გრცხვენოდეთ. ფსკერი ხართ, მეტი არაფერი, ფსკერზე ქვემოთ ხართ”, – მიმართა მიქანაძემ დეკანოიძეს.
თავის მხრივ, დეკანოიძემ კომიტეტის თავმჯდომარეს მიმართა და აღნიშნა:
“არ გინდათ შინაარსის მოსმენა. ანრი, პატარა ძალაუფლება ჩაგიგდიათ და შენ გგონია, რომ ამ ძალაუფლებით ვინმეს შეაშინებ, მაგრამ არარაობები ხართ ყველა. როგორ არ გრცხვენია კომიტეტის თავმჯდომარე ხარ. ლეგიტიმური პროცესი არ არის ეს”, – აღნიშნა დეკანოიძემ.
საბოლოოდ, დეკანოიძეს დარბაზი დაატოვებინეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ საფრთხის ქვეშ დააყენა ევროკავშირთან ქართველი ხალხის მთავარი მონაპოვარი – უვიზო მიმოსვლა, ამიტომ 26 ოქტომბერს ეს ანტიქართული, პოლიტიკური ძალა უნდა დავამარცხოთ