ხატია ბუნიათიშვილი: შარ­ლო­ტას ბუ­ნებ­რი­ვად ვკვე­ბავ, ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ მის­თვის; მე ისევ თა­ვი­სუ­ფალ ქა­ლად ვრჩე­ბი, რომელიც თვითონ წყვეტს, რა და რო­გორ სურს

ხატია ბუნიათიშვილმა ცოტა ხნის წინ ვრცელი ინტერვიუ საკუთარი ცხოვრების, განვლილი, გზის, კარიერის, ოჯახისა და შვილის შესახებ გერმანულ გამოცემას «IC HENTSCHEIDE» მისცა.
“დიახ, მე ახლა დედა ვარ. ბავ­შვთან ერ­თად ყვე­ლა­ფე­რი გან­სხვა­ვე­ბუ­ლია, დღეს ყვე­ლა­ფე­რი შარ­ლო­ტას სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზეა მორ­გე­ბუ­ლი. მე ფე­მი­ნის­ტი ვარ, რა­ღა­ცის გა­კე­თე­ბა რომ მინ­და, ვა­კე­თებ, მაგ­რამ არა ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლის ყუ­რა­დღე­ბის ფა­სად. ის ყო­ველ­თვის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია. მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დეგ მე ისევ ვმარ­თავ კონ­ცერ­ტებს.
ეს კონ­ცერ­ტე­ბი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იგეგ­მე­ბო­და. ზო­გი­ერ­თის გა­უქ­მე­ბა მო­მი­წია, არ მინ­და, ბევ­რი იმოგ­ზა­უ­როს. შარ­ლო­ტას ბუ­ნებ­რი­ვად ვკვე­ბავ, ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ მის­თვის. მე ისევ თა­ვი­სუ­ფალ ქა­ლად ვრჩე­ბი, რომელიც წყვეტს, რა და რო­გორ სურს. და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის­გან, ასე­ვე, მა­მა­კა­ცის აზ­რის­გან. პრი­ო­რი­ტე­ტი მხო­ლოდ შარ­ლო­ტაა.
ქა­ლე­ბი – ჩვენ უფრო გახ­სნი­ლე­ბი ვართ და გვეს­მის ერ­თმა­ნე­თის. დე­და­ჩე­მი ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი სტი­ლის­ტია; ჩემი და უფრო მე­ტია, ვიდ­რე უბ­რა­ლოდ, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი: მას შე­უძ­ლია ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თოს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის.
სა­ქარ­თვე­ლო­ში 1990-იან წლებ­ში ვიზ­რდე­ბო­დი. მძი­მე დრო – ოკუ­პა­ცია და ომი. დე­და­ჩე­მი არის მა­გა­ლი­თი ბევ­რი ადა­მი­ა­ნის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში. ყო­ველ­თვის ოპ­ტი­მის­ტურ გან­წყო­ბა­ზეა. მან მაჩ­ვე­ნა, რო­გორ წარ­მო­უდ­გენ­ლად ძლი­ე­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს ქალი…
არ ვკი­თხუ­ლობ, რას წე­რენ ჩემ­ზე. არ მინ­და, და­მო­კი­დე­ბუ­ლი ვიყო სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის აზ­რზე. არც ჩა­ნა­წე­რებს ვუს­მენ, მუ­სი­კა ცო­ცხა­ლია კონ­კრე­ტულ მო­მენ­ტში, ჩემს გრძნო­ბა­ში. არას­დროს მსურ­და კა­რი­ე­რის­თვის მიმ­ზიდ­ვე­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. ეს მხო­ლოდ მა­შინ მინ­დო­და, როცა პირ­ვე­ლად შე­მიყ­ვარ­და..ა” – ამბობდა ხატია ბუნიათიშვილი.
ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი 1987 წლის 21 ივნისს დაიბადა. ფორტეპიანოზე დაკვრა 6 წლის ასაკში დაიწყო, დღეს კი მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი და ყველაზე პოპულარული პიანისტია.
ხატია ბუნიათიშვილი სწავლობდა თბილისის “ნიჭიერთა ათწლედში”. იყო ე. ლეონსკაიას სტიპენდიანტი; თბილისის კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ვენაში საშემსრულებლო ხელოვნების უნივერსიტეტში.
2004 წელს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში. ამჟამად კი ვენის მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტია.
1999 წლიდან არაერთი კონცერტი გაუმართავს ავსტრიაში, შვეიცარიაში, საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში, ბელგიაში, პოლონეთში, ჩეხეთში, ში, ში, ისრაელსა და -ში. მისი კონცერტები იმართებოდა ისეთ ცნობილ დარბაზებში, როგორებიცაა: კარნეგი-ჰოლი (ნიუ-იორკი), პარიზის შანზ-ელიზეს თეატრი, ლუვრის აუდიტორიუმში, მუსიკის ნორმალური სკოლა და სხვა.
მონაწილეობდა ისეთ მნიშვნელოვან ფესტივალებში, როგორიცაა: „Verbier Festival“, „Progetto Martha Argerich“, „Menuhin Festival Gstaad“, „Sommets Musicaux de Gstaad“, „Musicales de Compesières“, გიდონ კრემერის „Internationales Kammermusikfest Lockenhaus“ …
· 2012 – შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
· 2008 – ა. რუბინშტეინის სახელობის XII საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსი(, თელ–ავივი), III პრემია, სპეციალური პრიზი შოპენის IV ბალადის საუკეთესო შესრულებისათვის, პრიზი მსმენელის სიმპათია
· 2005 – თბილისის პიანისტთა III საერთაშორისო კონკურსი, II პრემია და ჯილდო “არტისტიზმისათვის”
· 2003 – ვ. ჰოროვიცის სახელობის ახალგაზრდა შემსრულებელთა კონკურსი(), სპეციალური პრიზი
ცნობილი პიანისტის პირადი ცხოვრება ყოველთვის ინტერესის საგანს წარმოადგენს, რამდენიმე წლის წინ ინტერნეტში ხატიასა და ცნობილი ინგლისელი მსახიობის, ორლანდო ბლუმის ფოტოები გავრცელდა… მაშინ ყველა წერდა მათი რომანის შესახებ. მსახიობმა ხატიას პარიზშიც ჩააკითხა, ამბობდნენ, რომ ურთიერთობა სერიოზული იყო… თავად პიანისტს პირად ცხოვრებაზე არასდროს უსაუბრია.
გასული წლის 14 თებერვალს, სიყვარულის დღეს, ქართველმა პიანისტმა ხატია ბუნიათიშვილმა სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა და გამომწერებს გაუმხილა, რომ ის ორსულად იყო. 7 ივნისს კი მან ქალიშვილის, შარლოტას პირველი ფოტო გამოაქვეყნა. “ჩვენი ცხოვრების სიყვარული დაიბადა” – დაწერა ხატიამ. “შვეიცარიაში დაიბადა, შარლოტი დავარქვით” – თქვა ხატიას დედამ, ნატალი ბუნიათიშვილმა.
· ვინ არის ხატია ბუნიათიშვილის რჩეული, ამაზე პიანისტი საჯაროდ არ საუბრობს, თუმცა პარტნიორთან ერთად გადაღებული ოჯახური კადრები გამოაქვეყნა.

ასევე დაგაინტერესებთ