ხატია ბუნიათიშვილი: ეს სისასტიკე მიუღებელია!

“ეს სისასტიკე მიუღებელია! საქართველოს, დიდი ხანია (თუ ოდითგანვე არა) სამწუხარო არჩევანის წინაშე უწევს ყოფნა – თავისუფლება თუ მშვიდობა.
ვფიქრობდი, რომ მთავრობა იქნებ, ქვეყნისთვის არასასურველი ნაბიჯების გადადგმით, ომის არიდებას, გარკვეული დროით მსოფლიოს მზერისგან შორს, ჩრდილში ყოფნას ცდილობდა, რომ არ გაებრაზებინა და დაეგეშა მეზობელი მტერი. რისკი, როგორც უკრაინაში, ბუნებრივია დიდია და პარტიულობის მიუხედავად, ქვეყნის საერთო ინტერესი ყველაზე მნიშვნელოვანი. მაგრამ ეს რაც ხდება – ადამიანების წიხლქვეშ გაგდება – სრულიად მიუღებელია!!!
ისინი ჩვენს ლამაზ, თავისუფალ ახალგაზრდებს და ახალგაზრდული სულის ადამიანებს, რომლებსაც არ ამოძრავებთ არანაირი პოლიტიკური ინტერესი, არამედ მხოლოდ გულანთებული ქვეყნის სიყვარული და იმედი მათი უკეთესი მომავლის, სისასტიკით და გულგრილობით პასუხობენ. მთავრობა ხალხს ფიზიკურად უსწორდება და ავიწყდება, რომ მისი მოვალეობა თითოეული მოქალაქის დაცვაა.
სახელმწიფო ადამიანებისგან შედგება და ერთი ადამიანი მთელი სახელმწიფოა”. – წერს ხატია ბუნიათიშვილი Facebook-ზე

ასევე დაგაინტერესებთ

სენატორები და კონგრესმენები – ამერიკულ მთავრობას მოვუწოდებთ, შეუერთდნენ ევროპელ პარტნიორებს სანქციებისა და სხვა ინსტრუმენტების გამოყენებაში, რათა დაჟინებით მოითხოვონ, საქართველოს მთავრობამ ყურადღება მიაქციოს „მოსკოვის მექანიზმის“ რეკომენდაციებს

მარია ზახაროვა – საქართველოს სულ უფრო მეტი მოქალაქე და პოლიტიკოსი უჭერს მხარს რუსეთთან ურთიერთობების აღდგენას – გვსურს პრაქტიკული ნაბიჯების დანახვა – ამ საკითხში ბურთი ჩვენს მხარეს არაა, მაგრამ მზად ვართ, საინტერესო, სახალისო, სპორტული თამაშისთვის