ხატია ბუნიათიშვილი ელისეის სასახლეში

პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი პარიზიდან, ელისეს სასახლიდან ავრცელებს ფოტოებს, სადაც საპატიო სტუმრად და მონაწილედ იყო მიწვეული. ფოტოებზე ის საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონთან, მის მეუღლესა და კიდევ ერთ ვარსკვლავ სტუმარ რიანასთან ერთად არის აღბეჭდილი.

“ელისეს სასახლეში, ფრანგული ფონდის გალა-კონცერტის წინ. ფონდის მიზანია ჰოსპიტალიზებული ბავშვების პირობების გაუმჯობესება. მადლობა მოწვევისთვის, ბატონო პრეზიდენტო! ჩემთვის დიდი პატივი იყო გალა-კონცერტში მონაწილეობა, ქალბატონო პირველი ლედი!

ფოტოებზე საფრანგეთის პრეზიდენტთან, საფრანგეთის პირველ ლედისთან, კრეატიულ პროდიუსერ ელენ მერსიე-არნოსთან და ერთადერთ რიანასთან ერთად”, – წერს ხატია.