ხატია ბუნიათიშვილის ტრიუმფი კარნეგი ჰოლში

ქართველმა პიანისტმა ხატია ბუნიათიშვილმა კარნეგი ჰოლში ნამდვილი ფურორი მოახდინა – კონცერტი სრული ანშლაგით ჩაატარა და ბისზე 4-ჯერ გამოვიდა.
აღფრთოვანებულმა მსმენელმა ხატია მქუხარე აპლოდისმენტებით დააჯილდოვა.
გოჩა აბულაძე, მომღერალი:
“კარნეგი ჰოლში ტრიუმფალურად გამოვიდა ხატია ბუნიათიშვილი. გადაჭედილ დარბაზში ერთი ადგილი ჩემი იყო, რათა კიდევ ერთხელ მეამაყა ჩემი გენიალური და უძვირფასესი ადამიანით.
ხატიას პიანოები ჰგავს უდაბნოში მიტოვებული ტაძრიდან გაგონილ ლოცვას. მარტოხელა, მხოლოდ ღმერთთან დარჩენილი ადამიანის ჩურჩულს, რომელსაც სხვა განზომილებაში გადაჰყავხარ. ის არ უკრავს იმისათვის, რომ გაჟღერდეს დარბაზში. ის უბრალოდ უბრალო, საკუთარ თავთან მართალი და გენიალურია.
მიყვარხარ და ძლიერი ვარ შენი მეგობრობით, ხატი, განსაკუთრებით დღეს, როცა უზომოდ მჭირდება ძალა, შენი ასეთი ბრწყინვალება უდიდესი სტიმული და იმედია ჩემთვის!”

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე ქანთარია: ჩემთვის როგორც სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელისთვის, კატეგორიულად მიუღებელია, საზოგადოების ერთი ნაწილის სოლიდარობის ნიშნად, სახელმწიფო თეატრის გაფიცვა