ხატია ბუნიათიშვილის ოჯახური კადრები და გულწრფელი წერილი: “ვიპოვოთ ბედნიერება ჩვენი უნიკალური ცხოვრების პატარა და დიდ მომენტებში“ – Marao

„გისურვებთ ბედნიერ, ჯანმრთელ, იმედიან, უმტკივნეულო, მშვიდობიან და ვნებით აღსავსე ახალ წელს. მოდით, ყურადღებითა და თანაგრძნობით მოვუსმინოთ გაჭირვებაში მყოფთა შორეულ ხმებს. მოდით, ვუსმინოთ ერთმანეთს მეტი გაგებითა და სიყვარულით. დაე, ყველამ ვიპოვოთ შინაგანი თავისუფლება და მისი გამოხატვის გზა. მოდით, ვიპოვოთ ბედნიერება ჩვენი უნიკალური ცხოვრების პატარა და დიდ მომენტებში“, – წერს ხატია ბუნიათიშვილი და ქალიშვილთან ერთად გადაღებულ კადრებს გვიზიარებს. გარდა მუსიკოსის გულთბილი სურვილებისა, ეს წერილი განსაკუთრებული ინტერესის ობიექტი იმიტომაც გახდა, რომ მან პირველად გააზიარა ერთადერთი შვილის, შარლოტას ფოტოები.
ხატია ბუნიათიშვილი სწავლობდა თბილისის “ნიჭიერთა ათწლედში”. იყო ე. ლეონსკაიას სტიპენდიანტი; თბილისის კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ვენაში საშემსრულებლო ხელოვნების უნივერსიტეტში.
“იშვიათად მინახავს მოცეკვავე პიანისტი” – რა ვიდეოს აქვეყნებს ხატია ბუნიათიშვილი “საუკეთესო დედა” – ხატია ბუნიათიშვილი პატარა შარლოტასთან ერთად პარიზში.
2004 წელს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში. ამჟამად კი ვენის მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტია.
1999 წლიდან არაერთი კონცერტი გაუმართავს ავსტრიაში, შვეიცარიაში, საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში, ბელგიაში, პოლონეთში, ჩეხეთში, ში, ში, ისრაელსა და -ში. მისი კონცერტები იმართებოდა ისეთ ცნობილ დარბაზებში, როგორებიცაა: კარნეგი-ჰოლი (ნიუ-იორკი), პარიზის შანზ-ელიზეს თეატრი, ლუვრის აუდიტორიუმში, მუსიკის ნორმალური სკოლა და სხვა.
გასული წლის 14 თებერვალს, სიყვარულის დღეს, ქართველმა პიანისტმა ხატია ბუნიათიშვილმა სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა და გამომწერებს გაუმხილა, რომ ის ორსულად იყო. 7 ივნისს კი მან ქალიშვილის, შარლოტას პირველი ფოტო გამოაქვეყნა. “ჩვენი ცხოვრების სიყვარული დაიბადა” – დაწერა ხატიამ. “შვეიცარიაში დაიბადა, შარლოტი დავარქვით” – თქვა ხატიას დედამ, ნატალი ბუნიათიშვილმა.