“პარიზის კონცერტზე სცენაზე გასვლამდე. 20-წუთიანი მარათონი კონცერტამდე, რათა თავიდან აიცილოთ გაუთავებელი მოძრაობა ქალაქში. ამ სიმპათიურმა ჯენტლმენმა მათხოვა ფეხსაცმელი, თავად კი წინდებით გადაადგილდებოდა. მან გადამარჩინა დაგვიანებას. ძალიან გლამურული არ არის, მაგრამ ოლიმპიურია” – ამ სათაურით გამოაქვეყნა სახალისო ვიდეოკადრები პიანისტმა ხატია ბუნიათიშვილმა, რასაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი 1987 წლის 21 ივნისს დაიბადა. ფორტეპიანოზე დაკვრა 6 წლის ასაკში დაიწყო, დღეს კი მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი და ყველაზე პოპულარული პიანისტია.
ხატია ბუნიათიშვილი სწავლობდა თბილისის “ნიჭიერთა ათწლედში”. იყო ე. ლეონსკაიას სტიპენდიანტი; თბილისის კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ვენაში საშემსრულებლო ხელოვნების უნივერსიტეტში.
“იშვიათად მინახავს მოცეკვავე პიანისტი” – რა ვიდეოს აქვეყნებს ხატია ბუნიათიშვილი “საუკეთესო დედა” – ხატია ბუნიათიშვილი პატარა შარლოტასთან ერთად პარიზში
2004 წელს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში. ამჟამად კი ვენის მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტია.
1999 წლიდან არაერთი კონცერტი გაუმართავს ავსტრიაში, შვეიცარიაში, საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში, ბელგიაში, პოლონეთში, ჩეხეთში, დანიაში, უკრაინაში, ისრაელსა და აშშ-ში. მისი კონცერტები იმართებოდა ისეთ ცნობილ დარბაზებში, როგორებიცაა: კარნეგი-ჰოლი (ნიუ-იორკი), პარიზის შანზ-ელიზეს თეატრი, ლუვრის აუდიტორიუმში, მუსიკის ნორმალური სკოლა და სხვა.
მონაწილეობდა ისეთ მნიშვნელოვან ფესტივალებში, როგორებიცაა: „Verbier Festival“, „Progetto Martha Argerich“, „Menuhin Festival Gstaad“, „Sommets Musicaux de Gstaad“, „Musicales de Compesières“, გიდონ კრემერის „Internationales Kammermusikfest Lockenhaus“ …
ცნობილი პიანისტის პირადი ცხოვრება ყოველთვის ინტერესის საგანს წარმოადგენს. რამდენიმე წლის წინ ინტერნეტში ხატიასა და ცნობილი ინგლისელი მსახიობის, ორლანდო ბლუმის ფოტოები გავრცელდა… მაშინ ყველა წერდა მათი რომანის შესახებ. მსახიობმა ხატიას პარიზშიც ჩააკითხა. ამბობდნენ, რომ ურთიერთობა სერიოზული იყო… თავად პიანისტს პირად ცხოვრებაზე არასდროს უსაუბრია.
გასული წლის 14 თებერვალს, სიყვარულის დღეს, ქართველმა პიანისტმა ხატია ბუნიათიშვილმა სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა და გამომწერებს გაუმხილა, რომ ის ორსულად იყო. 7 ივნისს კი მან ქალიშვილის, შარლოტას პირველი ფოტო გამოაქვეყნა. “ჩვენი ცხოვრების სიყვარული დაიბადა” – დაწერა ხატიამ. “შვეიცარიაში დაიბადა, შარლოტი დავარქვით” – თქვა ხატიას დედამ, ნატალი ბუნიათიშვილმა.