ხატიაშვილი დვალზე: პოლიტიკური მიზნებისთვის ნუ გამოიყენებენ დარეჯან დვალისა და ჩემ თემას … შეიძლება, მარტო მისი ბრალიც არ იყო, ჩემიც იყო, ხელშეკრულება გაფორმდა

კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინის ყოფილი მესაკუთრე მარინა ხატიაშვილი ამბობს, რომ დარეჯან დვალთან “როგორც იქნა, შედგა ნორმალური კომუნიკაცია” და მათ შორის ხელშეკრულება ნოტარიულად გაფორმდა. დარეჯან დვალმა კეკელიძის ქუჩაზე მარინე ხატიაშვილის ბინა 2018 წლის 19 თებერვალს, საჯარო აუქციონზე იყიდა.

“შეიძლება, მარტო მისი [დარეჯან დვალის] ბრალიც არ იყო და ჩემიც იყო იმიტომ, რომ მეც ჩავიკეტე, რაღაცნაირად, ნდობა გამიქრა. მძიმე და ცუდი ისტორიები იყო უკან. თუმცა, დღესდღეობით, როგორც იქნა, შედგა ნორმალური კომუნიკაცია”. – თქვა ხატიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მან ასევე აღნიშნა, რომ გეგმავს, სოციალური ქსელის მეშვეობით, მოუწოდოს ადამიანებს, აღარ მიაყენონ შეურაცხყოფა დვალს.

“ვაპირებ, სოციალურ ქსელში დავწერო და ვთხოვო ადამიანებს, რომ პოლიტიკური მიზნებისთვის ნუ გამოიყენებენ დარეჯან დვალისა და ჩემ თემას. მე ჩემი მხრიდან ვამატებ, რაც ჩვენს ხელშეკრულებაში არ წერია – ნუღარ მიაყენებენ ქალბატონ დარეჯან დვალს შეურაცხყოფას”. – ამბობს ჟურნალისტებთან საუბრისას მარინა ხატიაშვილი.

23 იანვარს, კეკელიძის ქუჩაზე აღსრულების ბიურომ ხატიაშვილების ოჯახი გაასახლა.  ბინის ყოფილი მესაკუთრის, მარინა ხატიაშვილის თქმით, დან 20 000 დოლარი 2008 წელს ისესხა, თუმცა 2013 წელს ვადაგადაცილების გამო, საქმე სასამართლოს გადაეცა. მისი ცნობით, 2013 წლის დეკემბრის ბოლოს, თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ბანკის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება და მარინა ხატიაშვილს დაუყოვნებლივ დაეკისრა ბანკისთვის 21 000 დოლარის გადახდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი კუთვნილი ბინა, რომელიც იპოთეკით იყო დატვირთული, აუქციონზე გაიყიდებოდა. რადიო თავისუფლებასთან ხატიაშვილი ამბობს, რომ 2014 წლის დასაწყისში საქართველოს ბანკის იურისტი დაუკავშირდა და კერძო კრედიტორებთან დაკავშირება ურჩია. მარინა ხატიაშვილის თქმით, 2016 წლამდე აფორმებდა კერძო კრედიტორებთან ექვსთვიან ხელშეკრულებებს.

ასევე დაგაინტერესებთ

რამაზ საყვარელიძე – ხაზარაძე-გახარიას გაერთიანების შემთხვევაში, შესაძლოა, ნაკლები შედეგი ჰქონოდა, ხმები დაეკარგათ – ეს მათ იციან, თუმცა პრეზიდენტმა არ იცის, ცოცხალი პოლიტიკური ბრძოლის გამოცდილება არ აქვს, პრეზიდენტობაც კი გაუჭირდა

გივი მიქანაძე აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებსა და სავიზო შეზღუდვაზე – წინასაარჩევნო პერიოდში უცხო ქვეყნის მხრიდან მსგავსი ქმედებების განხორციელება წარმოადგენს წინასაარჩევნო პროცესში ჩარევას

გივი მიქანაძის განცხადებით „ნაციონალური მოძრაობის“ და „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წარმომადგენლებმა, ქუთაისსა და გორში, „ქართული ოცნების“ შეხვედრების ჩაშლა სცადეს, რაც საარჩევნო კამპანიაში ხელისშეშლას წარმოადგენს