ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლებას, წინ მრავალწლიანი დავა უძღოდა – საქმის ახალი დეტალები

ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლებას კეკელიძის პირველი ნომრიდან წინ მრავალწლიანი დავა უძღოდა. დარეჯან დვალმა, რომელიც დღეს აღნიშნულ ბინას ფლობს, ფართი საჯარო აუქციონზე 2018 წელს შეიძინა, ბინას გადმოჰყვა მარინე ხატიაშვილის ვალიც, რომელიც ადვოკატის თქმით, დვალმა დაფარა. უძრავი ქონების მესაკუთრის ინტერესების დამცველი განმარტავს, რომ გამოსახლებამდე სასამართლო პროცესების გარდა, შეთანხმების მცდელობებიც ჰქონდათ, თუმცა, ხატიაშვილი ყველა შეთავაზებაზე უარს ამბობდა. შეთავაზება დვალს ახლაც აქვს – ადვოკატი ამბობს, რომ თუკი ხატიაშვილის ოჯახი ბინის ახალ მესაკუთრეზე ზეწოლას შეწყვეტს, დარეჯან დვალი მზადაა მათ ქავთარაძის ქუჩაზე არსებული უძრავი ქონება გადასცეს.
შეთავაზებას არ იღებს ხატიაშვილის ოჯახი, სადაც იმ რისკებზე საუბრობენ, რაც უძრავი ქონების ჩუქებას ახლავს თან. გიორგი კიკნაველიძე ამბობს, რომ გამოსახლების მიუხედავად, ისინი კეკელიძის პირველ ნომერში არსებული ბინის დათმობას არ აპირებენ და დარეჯან დვალის წინააღმდეგ ბრძოლას გააგრძელებენ.
კეკელიძის ქუჩაზე განვითარებული მოვლენები დღეს პოლიტიკური შეფასების საგანიც გახდა. მათ შორის, საკითხს აფასებს – эლელოსэ ლიდერი და TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, რომელიც ამტკიცებს, რომ მისი ხელმძღვანელობის დროს, ბანკი მოვალეებს კერძო საკუთრებას არ ართმევდა.
სტატისტიკაც სხვა ფაქტებზე მეტყველებს, ირკვევა, რომ 2012 წლის პირველი იანვრიდან დღემდე, TBC ბანკმა დავალიანების დაბრუნების მიზნით 1085 უძრავი ქონება გაყიდა და მეტიც, ბანკი აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აუქციონზე გატანილ და მოქალაქეებისთვის ჩამორთმეულ ამ ქონებას ყიდულობდა. TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კი ამ დროს სწორედ იყო, რომლისგან განსხვავებით ოპოზიციის მეორე ნაწილი ამბობს, რომ ვალს აღების შემთხვევაში დაბრუნება უნდა.
სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ კონსტიტუცია ყველა მოქალაქეს იცავს და მესაკუთრის უფლებების დაცვა სახელმწიფოს ვალდებულებაა. “ქართულ ოცნებაში” განმარტავენ იმასაც, რომ ასეთ დროს კანონისა და ემოციების ერთმანეთისგან გამიჯვნა აუცილებელია.
თბილისის ცენტრში აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებმა სახლიდან ოჯახი ხმაურისა და პროტესტის ფონზე გუშინ გამოასახლეს, რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირებაც, აღსრულების ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, ამ პროცესში ბინაში მყოფმა ადამიანებმა, სამაშველო სამსახურისა და აღსრულების პოლიციის მიმართ სავარაუდოდ წიწაკის სპრეი გამოიყენეს, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. -ს ინფორმაციით კი, ადგილზე შეკრებილებმა სამართალდამცველებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს, საცხოვრებელი ბინის ფანჯრებიდან ისროლეს სხვადასხვა სახის ნივთებიც. უწყებამ გუშინ 20 პირი დააკავა, მათ შორის 18 ადმინისტრაციული წესით, ორს კი აღსრულების ეროვნული ბიუროს ავტომობილის დაზიანებას ედავებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველო მტკიცედ არის გლობალურ ეკონომიკაში სანდო პარტნიორის როლის განმტკიცების, საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობის დამყარების იდეის ერთგული, რათა ხელი შეუწყოს სტაბილურობას, სამეწარმეო შესაძლებლობებსა და გრძელვადიან განვითარებას

ნებისმიერი კონფლიქტის დასრულება დიალოგით ან ძალისმიერად არის შესაძლებელი- გადაცემაში სტუმრობაზე ლადო ბურდულის უარი კიდე უფრო მიმყარებს აზრს, რომ ერთადერთი მხარე, რომელიც დიალოგზე არასდროს აცხადებს თანხმობას, ხელისუფლებასთან დაპირისპირებული ადამიანებისგან შედგება

პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) საპარლამენტო ჯგუფმა გერმანიის ფედერალურ მთავრობას საქართველოსთან დაკავშირებით ახალი სადეპუტატო კითხვებით მიმართა, რომელიც მთავრობის მიერ საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერას ეხება