ხასაიას და კიდევ ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს, მათ 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

პროკურატურამ კოალიცია ცვლილებისთვის წევრ გელა ხასაიასა და კიდევ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
მათი ცნობით, დაკავებულებს ბრალდება ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით წარუდგინეს, რაც 4-დან 6 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 1 სექტემბერს, თბილისში, თამარ მეფის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულებმა ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება მიაყენეს დაზარალებულს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები 29 სექტემბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”, – ნათქვამია განცხადებაში.
ხასაია და კიდევ ერთი პირი 29 სექტემბერს დააკავეს.