ხარჯების შესამცირებლად ტრამპის ადმინისტრაციამ შესაძლოა, რამდენიმე საკონსულო დახუროს – NBC News

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში ხარჯების შემცირების მიზნით, ს ადმინისტრაცია მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში საკონსულოებისა და დიპლომატიური წარმომადგენლობების დახურვას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას NBC News-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემას პრეზიდენტის ადმინისტრაციის სამმა მაღალჩინოსანმა აცნობა, ეს გადაწყვეტილება შესაძლოა, ევროპას, კანადას, მექსიკასა და წყნარი ოკეანის კუნძულებს შეეხოს.
წყაროების ცნობით, ტრამპმა უკვე გადახედა პოტენციური საკონსულოების სიას, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
NBC News-ის ინფორმაციით, საკონსულოების ძირითადი ნაწილი, რომელიც შესაძლოა ამ გადაწყვეტილების დაექვემდებაროს, გერმანიასა და საფრანგეთშია.