ხარჩო და ჩიხირთმა მსოფლიოში ხორცის საუკეთესო კერძების რეიტინგშია. აღნიშნულ რეიტინგს tasteatlas.com აქვეყნებს.
50 კერძის რეიტინგში ხარჩო მე-18 ადგილს, ხოლო ჩიხირთმა 33-ე ადგილს იკავებს.
ხარჩო – ტრადიციული ქართული წვნიანი, რომელიც შეიცავს საქონლის ხორცს, ბრინჯს, ტყემალს და დაჭრილ ნიგოზს. წვნიანს ჩვეულებრივ მიირთმევენ წვრილად დაჭრილ ახალ ქინძთან ერთად.
ჩიხირთმა – ქათმის ხორცისგან დამზადებული წვნიანია. მისი ინგრედიენტებია : ქათამი, ხახვი, პურის ფქვილი, კვერცხი, ძმარი და ცოცხალი ქინძი.
