ხარკოვში ძლიერი აფეთქებებია | რეგიონში განგაშია გამოცხადებული

ხარკოვში ძლიერი აფეთქებებია – ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის მერზე, იგორ ტერეხოვზე დაყრდნობით ავრცელებს. გავრცელებული ცნობებით, რუსები ტერიტორიას S-300 რაკეტებით ბომბავენ.
“ხარკოვი სარაკეტო თავდასხმის ქვეშაა. ქალაქში აფეთქებების ხმა ისმის”, – წერს ტერეხოვი.
მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით,ხარკოვის სუმისა და პოლტავას რეგიონებში განგაშია გამოცხადებული.