ხარკოვში სასტუმროზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა, დაშავებულია 11 ადამიანი, მათ შორის თურქი ჟურნალისტები

რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ხარკოვის ცენტრალურ ნაწილზე შეტევა განახორციელეს, ორი რაკეტა სასტუმროს შენობას მოხვდა და შემთხვევის ადგილზე ხანძარი გაჩნდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ადგილზე სასწრაფოდ გაგზავნეს სამაშველო ბრიგადები, პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარება.
“დარტყმის დროს დაზიანდა სასტუმროს სამსართულიანი შენობა, ასევე იქვე გაჩერებული ავტომობილები. ხანძრის ფართობი დაახლოებით 20 კვადრატული მეტრი იყო. შენობიდან 8 ადამიანის ევაკუაცია მოხდა”, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სამსახურში.
ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის განმარტებით, თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა, მათ შორის თურქი ჟურნალისტები.
„ხარკოვის ცენტრში მდებარე სასტუმროს ორი რაკეტა მოხვდა. იქ არც ერთი სამხედრო არ იმყოფებოდა, მაგრამ იყო 30 მშვიდობიანი მოქალაქე, რომელთაგან 11 რუსული რაკეტებით დაიჭრა. დაშავებულთა შორის იყვნენ თურქი ჟურნალისტები. თერთმეტივე დაშავებული საავადმყოფოშია, ერთი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. სასტუმროს გარდა დაზიანდა საცხოვრებელი სახლები – ერთი კომუნალური, ერთი კერძო, მანქანების შოურუმი, საწარმოო”, – განაცხადა მერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ახობაძე – კი ამბობენ, რომ სისტემატურად მოვიხმარდი ნარკოტიკს, მაგრამ რასაც სისტემატურად მოვიხმარდი, არის „შტანგა“ – ცხოვრების გარკვეულ მონაკვეთში იყო ეს პრობლემა და ამაყი რომ ვარ, დავამარცხე, ამ წუთას ამ მიმართულებით ჯანმრთელი ვარ

კახა კალაძე – მესაკუთრის გარდა არავინაა უფლებამოსილი, განკარგოს მისი ქონება – საკრებულოს დადგენილება კი, რაც არგუმენტად მოჰყავდათ, იმ შემთხვევებს ეხება, როცა ტერიტორია გეოლოგიურად საშიშია და შეგვიძლია 100%-იანი თანხმობის გარეშე პროცესის დაწყება