ხარკოვში, რუსების სარაკეტო თავდასხმის შედეგად, სკოლის შენობა განადგურდა

ხარკოვის ოსნოვიანსკის რაიონში, რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად, სკოლის შენობა განადგურდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტების რაკეტა ორსართულიან სასწავლო დაწესებულებას მოხვდა, რამაც ნგრევა გამოიწვია. გარდა ამისა, აფეთქების ტალღამ მიმდებარე რამდენიმე კერძო სახლში მინები ჩაამსხვრია.
თავდასხმის ადგილზე მისულმა მაშველებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ რუსულმა რაკეტამ, სავარაუდოდ, წყლის მიწისქვეშა მილები დააზიანა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.

ასევე დაგაინტერესებთ

საია – საქართველოში ავტორიტარიზმის სწრაფი კონსოლიდაცია, სამოქალაქო სივრცის შევიწროება და ადამიანის უფლებებისთვის ძირის გამოთხრა მნიშვნელოვნად აზიანებს ქალთა უფლებებს და მდგომარეობას ქვეყანაში