ხარკოვში დაიბომბა საცხოვრებელი უბანი. არიან დაღუპულები და დაჭრილები

შაბათს, დღის მეორე ნახევარში, რუსულმა ჯარებმა ხარკოვის საცხოვრებელი კვარტალი დაბომბეს. ქალაქის მერ იგორ ტერეხოვის წინასწარი ინფორმაციით, საავიაციო დაბომბვის შედეგად ძლიერი ცეცხლი გაუჩნდა სამშენებლო ჰიპერმარკეტს.

ტერხოვის ცნობით, ამ დროისთვის დაიღუპა ორი ადამიანი, ხოლო რამდენიმე დაიჭრა.
“როგორც ჩანს, იერიში განხორციელდა კონკრეტულად სავაჭრო ცენტრზე, სადაც ბევრი ადამიანი იყო – ეს არის აშკარა ტერორიზმი”, – წერს მერი და თავის ტელეგრამის არხში დაბომბვის ამსახველ კადრებს ავრცელებს.
ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის უფროსის, ოლეჰ სინეგუბოვის ცნობით კი საავიაციო იერიშის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სამაშაველო ბრიგადები.
ხარკოვი და მისი შემოგარენი ბოლ ორი თვის განმავლობაში ინტენსიურად იბომბება ს ჯერბის მხრიდან, რომლებიც ცდილობენ შექმნან ე.წ. “სანიტარული ზონა” უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქის გარშემო.
გამოითქმება პროგნოზიც, რომ რუსეთი წლის ბოლომდე შეეცდება ქალაქ ხარკოვზე კონტროლის დამყარებას. 19 მაისს ბერლინში გამართულ კონფერენციაზე მიხაილ ხოდორკოვსკიმ, რომელიც რუსეთის ომის საწინააღმდეგო კომიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელია, განაცხადა, რომ წელს ხარკოვს დაკარგავს.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – ჩვენი ამოცანაა გარანტირებული იყოს უკრაინისთვის მყარი მშვიდობა, გრძელვადიანი უსაფრთხოება – მყარი მშვიდობა მხოლოდ სუვერენიტეტისა და ტერიტორიებით ვაჭრობის გარეშე

პრეზიდენტი კითხვაზე იქნება თუ არა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი – ცხოვრებაში რომ არაფერია გამორიცხული, ეს არის ის ძნელი გაკვეთილი, რაც ვისწავლე წლების მანძილზე – პრემიერობის კანდიდატი შერჩეული მყავს