ხარკოვში დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა

რუსული ძალების მიერ ხარკოვის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ხარკოვის საოლქო პროკურატურა იუწყება.
„ხარკოვზე ს იერიშის შედეგად 12 ადამიანის დაიღუპა და 68 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა“, – ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, 10 დაღუპულის იდენტიფიცირება ჯერჯერობით არ მომხდარა.
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გუშინ ხარკოვი რამდენჯერმე დაბომბეს, მათ შორის ჰიპერმარკეტ „ეპიცენტრს“ საჰაერო ბომბებით დაარტყეს.

ასევე დაგაინტერესებთ