ხარკოვში გლოვის დღეა

27 მაისი გლოვის დღეა უკრაინის ქალაქ ხარკოვში, სადაც დიდი მსხვერპლი მოჰყვა ჰიპერმარკეტზე ს საავიაციო დარტყმას.
ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაიღუპა სულ მცირე 16 ადამიანი და 43 დაიჭრა.
უკრაინის ხელისუფლების თანახმად, 25 მაისს, ს საოკუპაციო ძალებმა ხარკოვზე იერიში მიიტანეს მართვადი საავიაციო ბომბებით. ჰიპერმარკეტ „ეპიცენტრზე“ დარტყმის შედეგად გაჩენილ ხანძარს 16 საათზე მეტხანს აქრობდნენ.